• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შარლ მიშელის პრესტიჟი, ხელისუფლების მცდელობა შექმნას განწყობა: “ერთი ნარკომანი იყო ვიღაცა” და წყალგამყოფი – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:29 07-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი “პალიტრანიუსთან” ამბობს:

5 ივლისის დრამამ და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა მე გამომიყვანა წონასწორობის მდგომარეობიდან, ანუ იმ პოზიციიდან, რომლიდანაც თავს უფლებას ვაძლევ მონოლოგის რეჟიმში გესაუბროთ და რომ არ ვყოფილიყავი ტენდეციური, არ გამოვჩენილიყავი მხარედ, თავი შევიკავე კომუნიკაციისგან.

მიოუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად კრიტიკული ვარ ხელისუფლების მიმართ, ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად ობიექტური.

მინდა გავიმეორო, სამოქალაქო საზოგადოების, სამოქალაქო აქტივის მთავარი ფუქცია ხელისუფლების კრიტიკაა, ობიექტური, არგუმენტირებული კრიტიკა. ჩვენი ძირითადი ფუნქცია არ არის ოპოზიციის, მედიის კრიტიკა, გამომდმინარე იქედან, რომ სწორედ ხელისუფლება გახლავთ ძალადობაზე მონოპოლისტი და ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაბალანსოთ ეს მონოპოლია, რომ მოუკრეფავში არ გადავიდეს ეს ყველაფერი, თუმცა, ხედავთ, რომ ჩვენი საშუალება შეზღუდულია და ამაზე მეტყველებს 5 ივლისის მოვლენები, როდესაც ხელისუფლებამ ან პირდაპირ იძალადა მედიასა და საზოგადოებაზე, ან ხელი შეუწყო ამას.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში დამკვიდრებულია ე.წ. აგრესიული კომფორმიზმი, ადამიანები, რომლებიც იჯერებენ ყველაფერ ცუდს, მათ შორის ტრაგიკული მოვლენების დროსაც კი. ხელისუფლება ქმნის ისე განწყობას, ერთი ნარკომანი იყო ვიღაცა და დიდი ამბავი თუ დაიღუპა და ცდილობა გაწყვიტოს კავშირი 5 ივლისსა და მის გარდაცვალებას შორის, ტალახის ნიაღვარს ესვრის და ცდილობს მისი დისკრედიტაცია მოახდინოს. შემაშფოთლებლად დიდი ნაწილი ამას იჯერებს და ამის დისტრიბუციას ეწევა და საუბრობენ, რომ ნარკომანი და მამაძაღლი და თურმე, მედია ძალადობს ვიღაცაზე და მეტი რა გზა დარჩენია, უნდა გატყიპოს მედია…. ამ აბსურდში და სიძულვილში მოგვიწია ეს დღეები ცხოვრება.

მე მინდა ამ ადამიანებს, რომლებიც აგრესიულად კომფორმისტები არიან, ვუთხრა, ბოროტების გამართლება, შესაძლო უფრო დიდი ბოროტებით იგივე ბოროტებაა და საუბარი იმაზე, რომ “მიშას ჩამოსვლა გინდა?”- ეს არის აბსურდული, მიუღებელი, და ბოროტების მასტიმულირებელი არგუმენტი. არ არსებობს დიდი და პატარა ბოროტება, ბოროტება ბოროტებაა და თუ შენ ეგუები პატარა ბოროტებას, ხვალ შეეგუები დიდსაც. ხვალ და ზეგ ეს განუკითხაობა შეიძლება მათაც შეეხოს.

ჩამოდის ახლა შარლ მიშელი, რომლის ხელმოწერილი დოკუმენტი დადგა საფრთხის ქვეშ, დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტს უხეშად არღვევს ხელისუფლება, მისი პრესტიჟის საქმეა, ეს საქმე დაარეგულიროს.

ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ აშშ-ის ელჩის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ მიანიშნა, რომ არსებობენ წამქეზებლები და დამფინანსებლები ამ ყველაფრის და ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული მთლიანად, არამხოლოდ შემსრულებლის, არამედ ორგანიზატორის საკითხშიც, ამას მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან კატეგორიული განცხადება, ასე რომ, ძალიან დრამატული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი მიდის. წყალგამყოფთან ვართ ძალიან ახლოს და ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ამ 2-3 თვეზე, თუ რა ვექტორით გავითარდება ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო.”

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved