• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებაზე გამოძიება არ მიმდინარეობს!”

ალია ავტორი - ალია
00:49 07-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრობს:

„გამოძიების ორგანო ვერტიკალურ დაქვემდებარებაში არის პროკურატურასთან. პროკურატურა გახლავთ საპროცესო ხელმძღვანელი. კონკრეტული პროკურორი უნდა გესაუბრებოდეთ ამ საქმეზე. იმის გამო, რომ არ მოხდა ხორავას საქმეშიც პერსონიფიცირება, ასეთი გადღაბნილი პასუხისმგებლობის სურათი მივიღეთ. ვუსმინეთ რაღაც დანაყოფების ხელმძღვანელებს და ვერავინ გაიგო ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი. ამ საქმეზე ვინ არის გამოძიების პატრონი არავინ იცის. ჩვენ უნდა გვითხრან სადამდე მივიდნენ, რა დაადგინეს. გვყავს 17 დაკავებული, მაგრამ ეს 17 დაკავებულიც ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, გახლავთ იგივე სპეცეფექტების ნაწილი, რომ სახელმწიფომ სხვა ვერაფერი გვითხრა და თქვა, რომ აი 17 კაცი დავაკავე.

ამ ბავშვის გარდაცვალების გარემოებაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. გამოძიება რაზეც მიმდინარეობს ის კვალიფიკაციები გახლავთ სხვა და ის არ მოიცავს ადამიანის გარდაცვალებას. თუ აქ დაიწყებდნენ დამატებითი კვლაფიციკაციით გამოძიებას, უფრო მძიმე მუხლებით უნდა დაეწყოთ, რომელიც სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება და არა თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება ამ ამბავს სამართლებრივი კვალიფიკაციის თვალსაზრისით უყურებს როგორც უბედურ შემთხვევას. თუ გავშიფრავთ გამოძიების მოქმედებას, ეს ასეა. გამოძიება თვლის, რომ მას არ აქვს ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც მისცემდა ამის შეფასების საშუალებას, ამიტომ ეძახის უბედურ შემთხვევას.

რომ გითხრათ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ გავარკვევთ, გარდაცვალება რამ გამოიწვია, მოგატყუებთ. უფრო მგონია, რომ გამოძიებამ აიღო ეს სტრატეგია – „აი 17 ადამიანი დავაკავე“. თუმცა, მეორე ამბავი ისაა, რომ ამ 17-დან რაღაც რაოდენობა სწორედ ამ პოპულიზმის მსხვერპლი შეიძლება იყოს. როგორ შეიძლება 17-ვეს შემთხვევაში ერთნაირი დაკავების საფუძველი არსებობდეს და სასამართლომ ერთი ხელის დარტყმით ყველა შეყაროს ციხეში“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved