• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შაქარაშვილის დედას მივმართავ, სიმართლეს მე ვეტყვი, ბიძა კარიერისტია და ხელს აფარებს შსს-ს…”

ალია ავტორი - ალია
13:54 07-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„მაგ სიმართლით იარე”, – ამ სიტყვებით და გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე. მის მაისურზე ასევე შაქარაშვილის ფოტოსურათია ასახული წარწერით – “შაქარას მკვლელებმა არ გაიხარონ”.

თამაზ ხომასურიის განცხადება მედიასთან:

„ყველაფერს ფარცხავს, თუ დაამტკიცებენ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა, ჩემმა შვილმა არ გაიხაროს და სამუდამო პატიმრობა მისცენ. თეორიულად დასაშვებია, რომ მეც მატყუებს, მაგრამ გამოძიებამ გაარკვიოს. მკვლელი ვინც არ უნდა იყოს, ჩემი შვილიც რომ იყოს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მაგრამ ეს კარიერისტი კაცი (მირიან ნიკოლაძე) იმის მაგივრად, რომ გამოძიებას ყველა დეტალში ჩაეძიოს, შეცდომა არ გააპარებინოს, ყველაფერს ხელს აფარებს, მე უფრო მაინტერესებს გამოძიება, ვიდრე ამ კაცს. მაგალითად, ფაქტების განადგურება არ აინტერესებს. ბიძამისი კარიერისტი ადამიანია, არ ვიცი სამინისტროს რაზე მოელაპარაკა. ხალხს გააცნო თავი თორემ აქამდე ვინ იცნობდა? ის პოლიტიკურ გეგმებზე ფიქრობს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს.

ღამე სახლში რომ მოვიდა, არ იცოდა ის ბიჭი დაღუპული რომ იყო, როგორ “იგულავეთ-მეთქი”, ვკითხე და არაფერი, ჩხუბი მოგვივიდა და დავიშალეთო, მითხრა. შაქარაშვილი ტელევიზორში ნახა. როცა ეძებდნენ, ცოცხალი ეგონა, როცა გაიგო დაღუპული იყო, 2-3 ღამე არ ეძინა, ღმერთს ვფიცავარ, ვახო ჩიქოვანი ტიროდა, რომ დაგვეჭირა, ხომ გადავარჩენდით მაინცო, ამბობდა. ჩემმა შვილმა ფერად შენობასთან მიირბინა, ვახო ჩიქოვანს გული ეტკინა, ჩაიკუზა და ჩემ შვილს თხოვა წადი მანქანა მოიყვანეო, ჩემი შვილი რომ დაბრუნდა, ვახო ისევ იქ დახვდა, სადაც დატოვა, არაფერი დევნა არ ყოფილა. საბურთალოელების 3 მანქანა რომ ჩავიდა, იმათმა ცემეს შაქარაშვილი, რატომ არ დაგვეხმარე, რატომ გაიქეციო. სხვას ვის უნდა ეცემა?ან პოლიციამ ცემა ან მაგათმა. ოჯახს, შაქარაშვილის დედას მივმართავ, მნახონ და სიმართლეს მე ვეტყვი, პირველივე დღიდან გამოძიება როგორ მიდის. უნდა ავუხსნა რომ გამოძიება პირველივე დღიდან არ იყო სიმართლის გარკვევით დაინტერესებული”

ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თეგები: თამაზ ხომასურიძემირიან ნიკოლაძეშაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved