“ეს ადამიანი თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერიც იყო” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე შანე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვთან დაკავშირებით საუბრობს.
“მემგონი ამის შესახებ ხართ ინფორმირებული” – ამბობს მიქანაძე და განმარტავს, რომ მმართველი პარტიისთვის რთულია, განსაზღვროს, მათი “ათიათასობით მხარდამჭერისგან” ვის რა ფიქრები და ზრახვები აქვს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მურსაკულოვის ფოტოები, სადაც ის ასევე ენმ-ს წევრებთანაა გადაღებული.
კომენტარები