• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შამანაური იყო დისიდენტი მინუსით… პარაფრენიული ბოდვის მქონე” – დავით მაღრაძე

ალია ავტორი - ალია
21:55 08-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,675

ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი „ფორმულასთან“ ინტერვიუში ირწმუნება, რომ ნინო დათაშვილს მისი სურვილის წინააღმდეგ იძულებით ექსპერტიზას ვერავინ ჩაუტარებს. მისი თქმით, მართალია, მოსამართლემ კი დაადგინა იძულებითი ექსპერტიზა, მაგრამ იძულებითი – ნიშნავს სურვილის ნებაყოფლობითს. მისი აზრით, მოსამართლის მიერ დადგენილი იძულებითი მკურნალობაც ნიშნავს ნებაყოფლობით და მოსამართლის მიერ დანიშნული იძულებითი ექსპერტიზა და მკურნალობა თუ არ გსურს, უნდა უთხრა, ნახვამდის და გიპასუხებ – კარგად იყავით ქალბატონო. 

დავით მაღრაძე ადასტურებს იმასაც, რომ სწორედ ის ფიგურირებს დისიდენტი ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის 40 წლის წინანდელ ფსიქიატრიულ დოკუმენტაციაშიც. ის დღესაც ფიქრობს, რომ დიაგნოზი გაყალბებული არ ყოფილა და არც შამანაურია დისიდენტი. იგი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ შამანაურმა დაარღვია კანონი, რადგან დუშეთში ჩაამტვრია შუშები. პრაქტიკულად, დავით მაღრაძემ დღეს უკვე გარდაცვლილი შამანაურს დაუდგინა დიაგნოზი, სამართლებრივადაც დადო ბრალი და მისი პირადი ინფორმაციაც გაავრცელა ისე, რომ არც ვიცით არც ექსპერტიზის დეტალები, არც ექპერტიზის ჩამტარებელ პირთა ვინაობა და ბიოგრაფია და ა.შ.

მისივე თქმით, საბჭოთა ქვეყნებში ზოგადად ფსიქიატრია გამოიყენებოდა პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად, მაგრამ – არა საქართველოში.

“მოყვანა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად უნდა დავაწვინოთ. თუ პაციენტს არ სურს, რომ სტაციონარში მოთავსდეს და ჩაუტარდეს ექსპერტიზა, დგება ოქმი და ნახვამდის, კარგად იყავი, ქალბატონო თუ ბატონო და მთავრდება ასე, ექსპერტიზა არ უტარდება. ვინ თქვა, რომ ძალით უნდა დააწვინონ?! ძალით ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ ტარდება.

კი, შამანაურის თემაც იყო, გასაგებია. ჩაიდინა მაგან რაღაც მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დუშეთში ჩაამტვრია შუშები. დაინიშნა ექსპერტიზა და გამოკვლევის დროს ისეთი სიმპტომები ჰქონდა მაგას, რომ იცით რაა, მაგან მეო კომუნისტური სიწმინდისთვის ვიბრძვიო, იმიტომ რომ ლენინური სიწმინდე დაკარგა პარტიამო, დუშეთის რაიკომმაო. ის ცოტა სხვანაირი დისიდენტი იყო. დისიდენტი მინუსით. როგორ უნდა გააგზავნო ეგეთი ადამიანი ციხეში და სასამართლოზე, ასეთი პარაფრენიული ბოდვის მქონე ადამიანი. ქალთა განყოფილებაში, სადაც ეგ იწვა მისი მკურნალი ექიმი იყო მზია გოგიჩაიშვილი, კრიტალური ადამიანი, ვინ გაბედავდა ქალის წამებას, ვინ გაბედავდა საერთოდ ადამიანის წამებას”, – განაცხადა მაღრაძემ “ფორმულასთან” სატელეფონო ინტერვიუში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved