• რეკლამა
  • კონტაქტი
04:34, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

შალვა მშვილდაძე საქართველოში ყველაზე გავრცელებულ უროლოგიურ პრობლემებსა და მათგან თავდაცვის საშუალებებზე

ალია ავტორი - ალია
18:17 12-17-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,511

წარმატებულმა უროლოგმა ლ. მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულა წევრმა, ევროპის უროლოგ ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის წევრმა, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წევრმა, საქართველოს ახალგაზრდა უროლოგთა ასოციაციის დამფუძნებელმა – ბატონმა შალვა მშვილდაძემ თავისი კარიერა უროლოგიის ეროვნულ ცენტრში დაიწყო და მას შემდეგ ამ კლინიკაში აგრძელებს მოღვაწეობას, სხვადასხვა დროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად იყო ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში, სადაც მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოში იყენებს. ძირითადად რა უროლოგიური პრობლემებით ხვდებიან მასთან პაციენტები და  მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, თავად შალვა ექიმმა გვიპასუხა.

შალვა მშვილდაძე: სამედიცინო ოჯახის წარმომადგენელი ვარ, ორივე მშობლის მხრიდან ექიმების გარემოცვაში გავიზარდე. მამა უროლოგი გახლდათ და მან მირჩია ჩემი უროლოგიური კარიერა დამეწყო და გამეგრძელებინა უროლოგიის ეროვნულ ცენტრში.

– რატომ მაინც და მაინც უროლოგიის ეროვნულ ცენტრში?

– თავად სხვა კლინიკაში მუშაობდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს ცენტრი მომცემდა წარმატებულ ექიმ-უროლოგად ჩამოყალიბების კარგ საშუალებას. ვფიქრობ ამ მხრივ, მართლაც გამიმართლა, აქ დამწყები ექიმებისთვის არაჩვეულებრივი გარემო და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია, რაც მომავალი ექიმის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.   საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი იყო, მაგრამ აღსანიშნავია, რომ  პირველად საქართევლოში შეიქმნა, მერე რუსეთსა და უკრაინაში.

– გამოცდილების უცხოეთში მიღების საშუალება თუ გქონიათ?

– ბატონი ლაურ მანაგაძის დახმარებით და მისი პირადი კონტაქტების გამოყენებით, ევროპის ქვეყნებში გავდიოდი სამეცნიერო და პრაქტიკულ გამოცდილებას, გარდა ევროპისა, ვიყავი ეგვიპტეშიც, ეგვიპტე შარდის ბუშტის სიმსივნეების ენდემური კერა გახლავთ და შარდის  ბუშტის სიმსივნეებზე ყველაზე მეტი ოპერაცია იქ კეთდება.

– ყველზე ხშირად რა უროლოგიურო პრობლემებით მოდიან ქართველი პაციენტები?

– ჩვენი ძირითადი არეალი  შარდკენჭოვანი დაავადებებია. მამაკაცებს ძირითადად პროსტატის პრობლემები, შარდკენჭოვანი დაავადებები და სიმსივნეები აწუხებთ.

– რა მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი უროლოგიის ეროვნულ ცენტრში?

– თუ რაიმე  უროლოგიური მომსახურება არსებობს, პრაქტიკულად, ყველაფრის მიღება შესაძლებელია უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, ნებისმიერი მიმართულებით.

– რა სიახლეა თქვენს სფეროში?

– ღია წესით ოპერაციები უკანა პლანზე გადადის და მნიშვნელოვნად იზრდება ენდოსკოპიური ოპერაციების წილი, ჩვენც მივყვებით ამ ტენდენციას, ასევე ძალიან კარგად განვითარდა ლაზერული ქირურგია.

– როგორც ვიცით, თირკმლის გადანერგვის ოპერაციებიც აქტიურად კეთდება თქვენთან.

– ეს ოპერაცია  თავის დროზე ბატონი ლაურის დამსახურებით დაინერგა, საქართველოში ის გახლდათ პიონერი ამ საქმეში, დღეს დიდი წარმატებით ხორციელდება ეს ოპერაციები. უშუალოდ ჩვენს კლინიკაში წელიწადში საშუალოდ, 15 ტრანსპლანტაცია კეთდება.   

– ვინ არიან დონორები?

– ეს ოპერაცია მხოლოდ საქართევლოს მოქალაქეებზე ტარდება, შესაძლოა იყვნენ ვიზიტორები მაგრამ ქართული კანონმდებლობით ჩვენ არ გვაქვს უფლებას, რომ არამონათესავე დონაცია გავაკეთოთ. დონორი აუცილებლად სისხლით ნათესავი უნდა იყოს.

– რა   არის თქვენი ძირითადი მიმართულება?

-,ჩემი სადისერტაციო ნაშრომი შარდის ბუშტის სიმსივნეებზე იყო, ვმუშაობ ონკოლოგიაშიც, ტრანსპლანტაციაშიც და ლაპარასკოპიულ ქირურგიაშიც.

– როგორც აღნიშნეთ, მამაკაცებში ხშირია პროსტატის კიბოს შემთხვევები, პრევენციისთვის რაიმე საშუალება თუ არსებობს?

– პრევენციისთვის რეკომენდებულია დროულად ჩაიტარონ საკონტროლო კვლევები, 50 წელს ზემოთ მამაკაცმა უნდა მოახდინოს წელიწადში ერთხელ ვიზიტი უროლოგთან, ჩაიტარონ სკრინინგ კვლევები, რათა ონკოლოგია არ მივიდეს იმ სტადიაზე, როცა მისი განკურნება შეუძლებელია.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved