• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შაბათი არის ის დღე, როდესაც შესაძლოა, კვორუმი ვერ შედგეს… პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის საჩქარო “- მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
14:05 03-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის წარდგენაზე საუბრისას, ამბობს:

„პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პრეზიდენტის მიმართ პატივისცემას თავშივე დავაფიქსირებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა კონსულტაცია. არსებობს რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი. მაგალითად ის, რომ გაწერილი წესი და არსებობს ჩანაწერი, რომ შეგვიძლია სხვა თარიღიც შევარჩიოთ.

ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან, რომ აქტუალური თემა არის სხვა საკითხები. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია და ვფიქრობ, რომ ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია. გთავაზობთ, რომ პირველივე სხდომის დღეს გავაკეთოთ, მოვისმინოთ ანგარიში, როგორც ეს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურ მზაობას გამოვთქვამთ დღესვე, რომ იყოს პრეზიდენტის მხრიდან მოწოდება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრის, დღესვე შეგვიძლია გავმართოთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. თუ პრეზიდენტს სურს ქვეყნის მოსახლეობას რაღაც საკითხი გააცნოს, ბუნებრივია, ეს ნებისმიერ სხვა ფორმატში – ბრიფინგისა თუ პრესკონფერენციისას შეუძლია. თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაზეა საუბარი, დღესვე შეგვიძლია მივიდეთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა. ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩატარება არ მგონია სწორი. მორიგ პირველივე სხდომაზე მოვისმინოთ ანგარიში და გაცილებით აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტთან საუბარი დღესვე შეგვიძლია, არც ამის პრობლემა არ გვაქვს“

თეგები: მამუკა მდინარაძესალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved