ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა:
“მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, უკვე შეიმჩნევა, რომ სერიოზული ზრდა იქნება და მე ვფიქრობ, მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს, თუ ისევ არ იქნა შენარჩუნებული ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.
ძალიან გავთამამდით და მოსახლეობას ნაკლებად ჰგონია, რომ ეს დაავადება მძიმე დაავადება არაა. თუ ასე გვავაგრძელეთ, ეს საგანგაშო შედეგს გამოიწვევს. ის, რომ ჩვენ ასეთი კარგი სტატისტიკა გვქონდა, თუნდაც 16 გარდაცვლილი, ძალიან კარგი სტატისტიკაა, ასევე ინფიცირებულებთან დაკავშირებით, ეს ყველას დამსახურებაა, ვინც წესებს იცავდა, ამასთან ეპიდემიოლოგების და მთავრობის და ვფიქრობ, რომ ისევ ისე უნდა გავაგრძელოთ”
კომენტარები