რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები მოინახულა. ამის შესახებ Reuters-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„რუსული ქვედანაყოფების სამეთაურო პუნქტებზე, მთავარ ოპერატიულ რაიონებში, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ მოისმინა მეთაურებისგან მოხსენებები რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სიტუაციისა და მოქმედებების შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, არ არის ცნობილი, როდის შედგა თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტი.
კომენტარები