• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის გადადება ტრამპის პოლიტიკას უკავშირდება – “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი

ალია ავტორი - ალია
19:35 03-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
687

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მეგობარი აქტის განხილვა, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე გადაიდო- “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის თქმით, მოსმენის გადადება ტრამპის პოლიტიკას და მის საგარეო ნაბიჯებს უკავშირდება.

როგორც “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ანი ჩხიკვაძემ ვაშინგტონიდან განაცხადა, “ვერ მოხდა შეთანხმება დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს შორის და მისი განხილვა ახლა უკვე მარტის ბოლოსკენაა დაგეგმილი.“

დღეს სენატში მოსმენა, საქართველოსთან დაკავშირებით, გადაიდო. დაახლოებული წყაროს ცნობით, გადადება უკავშირდება პროცედურულ საკითხებს, კერძოდ, დემოკრატების უკმაყოფილებას გარკვეული საკითხებით და სწორედ მათი თხოვნით მოხდა. ეს უკავშირდება არა საქართველოს, არამედ დონალდ ტრამპის პოლიტიკას და მის საგარეო ნაბიჯებს. ვერ მოხდა შეთანხმება დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს შორის. მისი განხილვა ახლა უკვე მარტის ბოლოსკენაა დაგეგმილი. დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ეს აქტი უნდა მიეღო, თუმცა, ეს უკვე რამდენიმე კვირაში მოხდება. შემდეგ უკვე, როდესაც აქტს მიიღებს სენატის საგარეო კომიტეტი, ის საერთო კენჭისყრაზე გავა, ამასთან ერთად კი, წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს ამ აქტის მათი ვერსიის განხილვა, რომელიც ასევე ჯერ კომიტეტმა, შემდეგ კი უკვე პალატამ უნდა მიიღოს.

საქართველოს შემთხვევაში და სენატის შემთხვევაში, აქტი მარტის ბოლოდან, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად დაწინაურდება, რადგან, მსგავს საკითხებზე, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგეს გარეშე ხდება კენჭისყრა. თუ ყველა თანხმდება სენატში აღნიშნულ საკითხზე, მაშინ სენატი მას საერთო მოსმენის გარეშე იღებს, შესაძლებელია, ეს მოხდეს სწორედ საქართველოს “მეგობარი აქტის“ შემთხვევაშიც, – აღნიშნა ჩხიკვაძემ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved