• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკში განხორციელებული ტვინინგის პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა

ალია ავტორი - ალია
14:57 04-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე ტვინინგის პროექტი – „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დასრულდა. ღონისძიება გახსნეს სემეკის წევრმა, პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა და პროექტის ლიდერმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან, დიტმარ პრეინსტორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს პროექტის მიღწევებსა და ეფექტიან შედეგებს.

ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენებით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია.

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში არაერთი უმსხვილესი პროექტი განხორციელდა, რომლებიც დაგვეხმარა კომისიის საქმიანობის გაუმჯობესებაში სხვადასხვა მიმართულებით. დაძმობილების პროგრამის ფარგლებში სემეკმა შეიმუშავა სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს გამჭვირვალე და სამართლიანი ტარიფების დადგენა, შემუშავდა ბაზრის მონიტორინგისა და აუდიტის წესები, განხორციელდა ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი და შემუშავდა ჭკვიანი აღრიცხვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის პროექტი, შემუშავდა დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი. გარდა ტვინინგის პროექტებისა, სემეკში, ევროკავშირის დაფინანსებით სხვა პროგრამებიც ხორციელდება. მათ შორის, იწყება ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის პროგრამა (TAIEX), რომელიც სემეკს დაეხმარება ელექტროენერგიის დამგროვებელი ბატარეების დანერგვასა და რეგულაციებში, რასაც დადებითი ეფექტი ექნება ელექტრული ქსელის საიმედოობის გაუმჯობესების კუთხით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირის პროექტების ფარგლებში გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იქნება,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის წევრმა და პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, გიორგი ფანგანმა დადებითად შეაფასა რიგით მე-4 ტვინინგის პროექტის მიმდინარეობა სემეკში და ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

„საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ფუნდამენტური რეფორმა ხორციელდება, რომლის მიზანია ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სემეკი მუდმივად აუმჯობესებს რეგულაციებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველაზე მიმზიდველი მარეგულირებელი გარემო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის წამყვანი ორგანიზაციების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ასეთი შესაძლებლობისთვის, რომელსაც სემეკი ღებულობს როგორც ტვინინგის პროექტების, ასევე სხვა ინსტრუმენტების დახმარებით“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან პროექტის ლიდერის დიტმარ პრეინსტორფერის თქმით, პროექტს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ყველა კომპონენტში.

„პროექტის ხელმძღვანელობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვმუშაობდი შესანიშნავ ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. მოვახერხეთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ქსელური ტარიფების, მოთხოვნის მართვისა და განახლებადი ენერგიების რეგულირების საკითხებზე. მინდა მადლობა გადავუხადო სემეკის მენეჯმენტს და ყველა ექსპერტს შეტანილი წვლილისთვის“, – აღნიშნა დიტმარ პრეინსტორფერმა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩმა საქართველოში თომას მულმანმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სრულფასოვანმა და საგანგებო ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა კატალინ გერმანმა. მათი თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტვინინგის პროექტი წარმატებით დასრულდა და სემეკის მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის – „მწვანე ენერგიის რეგულირება საქართველოში“ მიზანს წარმოადგენდა განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ხანგრძლივობა იყო 27 თვე, რომელიც განხორციელდა ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების (E-Control) მიერ გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

თეგები: დავით ნარმანიადიტმარ პრეინსტორფერისემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

13:30 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved