• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკი ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება

ალია ავტორი - ალია
16:25 01-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
330

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, რომლის მიზანიცაა მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაცია და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

სემეკი, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებს 1997 წლიდან. კომისია, როგორც ინსტიტუცია შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, USAID-ის მხარდაჭერით, რეკომენდაციებითა და ჩართულობით. დაარსების დღიდან, კომისია ფინანსდება ლიცენზიატი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან. ჯერ კიდევ 1997 წლიდან მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტის წყაროს ასეთი სახით ფორმირება განპირობებული იყო მარეგულირებელი ინსტიტუტის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით და ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სემეკმა ბოლო პერიოდში გაზარდა რეგულირების საფასური და შესაბამისად, გაზარდა შემოსავალი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, რეგულირების საფასური 2012 წელსა და წინა პერიოდთან შედარებით, 2013 წლიდან საშუალოდ 30-35%-ით არის შემცირებული.

ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს სემეკმა ბოლო წლებში ოფისი აიშენა და ამისთვის მილიონობით ლარი დახარჯა. მარეგულირებელი კომისიის გამართული ფუნქციონირებისა და მასზედ დაკისრებული მოვალეობების რეალურად შესრულების მიზნით 2014 წლის 1-ლი თებერვლიდან სემეკმა ფუნქციონირება განაგრძო ქ. თბილისში. იქიდან გამომდინარე, რომ სემეკს არ გააჩნდა თავისი შენობა, ყოველწლიურად გაზრდილი იჯარის ღირებულების გადახდა უწევდა, რაც წარმოადგენდა დამატებით ხარჯს. სწორად ამ ხარჯის შემცირების მიზნით, კომისიამ გამოისყიდა ის შენობა, სადაც ქ. თბილისში 2014 წლიდან არის განთავსებული.

ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს ალბათ ახსოვს 2008 წელი, როდესაც სემეკის ქ. ქუთაისში გადატანის გამო კომისიას მაშინდელი მთავრობის მიერ დაევალა შენობის აშენება საკუთარი ხარჯებით, რაშიც რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ იმავე მთავრობამ, მოგვიანებით აღნიშნული შენობა სემეკს იძულებით დაათმობინა.

მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს, თავი შეიკავოს პოპულისტური განცხადებებისა და კომისიის დისკრედიტაციის მცდელობისგან.

სემეკის როგორც საქმიანობის, ასევე ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები საჯარო და ხელმისაწვდომია, განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved