• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ” – ახალი თეატრის დასის გეგმა

ალია ავტორი - ალია
18:51 01-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
606

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის გეგმა ცნობილია – ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.

“ეს ქვეყანა ჩვენია”, “ნახავთ, რა შეუძლია თეატრს” – ისმის ამ წუთებში ვასო აბაშიძის თეატრის წინ.

თეატრის ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მსახიობებს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.

ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით თეატრის წინ, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. არ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. მეტიც, გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არ ვარსებობთ და საერთოდ არ ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება, იქ ჩვენ ვიდგებით და გავიმარჯვებთ. 

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ. ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება. ახლავე, აქვე ვიწყებთ დაანონსებას. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. მივალთ და მივაღწევთ ყველგან. ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ.

ამ განცხადების გაკეთება გგონიათ იოლია? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია. იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ მკითხავთ, რატომ აკეთებთ ამას. მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები. ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების. ნუ იცეკვებთ მათ დაკრულზე, მოდით აქ. ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ. ნუ ემსახურებით მათ. ახლა ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით. ნუ წახვალ იქ, მოდი აქ”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved