• რეკლამა
  • კონტაქტი
15:10, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზმაუმ თანამშრომელს ხელფასი დაუქვითა აქციაზე გამოსვლის გამო

ალია ავტორი - ალია
15:51 08-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
331

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთ-ერთ თანამშრომელს, მემონტაჟე ოპერატორ გიგა კიტიას ერთი თვის ხელფასის 30% დაუქვითა, რუსთაველის გამზირზე საჯარო გამოსვლისას ტელევიზიისათვის „რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო.

ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, მაუწყებელმა თანამშრომელი გააფრთხილა, რომ თუ 12 თვის განმავლობაში „ანალოგიურ ან სხვა სახის დარღვევას“ დაუშვებს, სამსახურიდან გაათავისუფლებს.

ეს სანქცია უკავშირდება სიტყვით გამოსვლას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, როდესაც გიგა კიტიამ თქვა:

„მე ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი, რომელიც, სამწუხაროდ, იმ ტაშ-ფანდურიდან გესალმებათ, როგორიც თქვენი და ზოგადად ცხოვრება როგორი უნდა იყოს, ისეთი საქართველო იხატება, მაგრამ როგორი საქართველოა, იმაზე არ გელაპარაკებათ“.

გიგა კიტიამ 28 აგვისტოს გამოაქვეყნა მაუწყებლის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ შუბლაძის 28 ივლისით დათარიღებული წერილი, რომელშიც შუბლაძე წერს, რომ მაუწყებლის თანამშრომელი ვალდებულია, „არ მისცეს ინტერვიუ“ ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე და „არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ მაუწყებლის მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპები“.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის 29 ივნისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მონაწილეობა მიიღეთ საჯარო გამოსვლაში, სადაც უარყოფით კონტექსტში ისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით (რომელიც ასევე განთავსებულია სოციალური მედიის გვერდზე Formula ფორმულა“, – წერდა მას მაუწყებლის წარმომადგენელი და ამასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას სთხოვდა.

საბოლოოდ, გიგა კიტიას მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა „დისციპლინური სანქცია“ დააკისრა და სექტემბრის თვის ანაზღაურებიდან დაუქვითა 30%.

საფუძვლად მითითებულია, რომ გივი [იგივე გიგა] კიტიამ „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებით“, დამსაქმებელს მიაყენა რეპუტაციული ზიანი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved