• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე აუცილებელია, რომ კოვიდპასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში განვაახლოთ – გიორგი ღიბრაძე

ალია ავტორი - ალია
17:59 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდპასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ვალიდური იქნება სისტემაში.

„საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდპასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდსერტიფიკატით, შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდინფექციის გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი სტატუსის დადასტურებას.

გარდა ამისა, იუსტიციის სახლში გაიცემა შესაბამისი კოვიდპასპორტი. უკვე ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ასევე ვალიდურია ამ სისტემაში ჩვენი თავის იდენტიფიცირებისთვის. სამწუხაროდ, სისტემა ტექნიკურად არ იძლეოდა საშუალებას, რომ უკვე გაცემულ კოვიდპასპორტებზეც იგივე სისტემა გავრცელებულიყო. ხვალიდან გაცემული ნებისმიერი კოვიდპასპორტი უკვე ავტომატურად იქნება ჩართული სისტემაში. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდპასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ. იგივეა ყველა იმ ცნობაზე, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულების მიერ, ან ტესტირების დაწესებულების მიერ. მათ მიერ გაცემული ცნობები, რომელზედაც დატანილია QR კოდი, მხოლოდ QR კოდიანი ცნობები მოქმედებს ამ სისტემაში, იქნება ვალიდური ხვალინდელი დღიდან რომელიც გაიცემა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე, თითოეულმა ჩვენგანმა გადავამოწმოთ იმ ქვეყნის პოლიტიკა, სადაც მივემგზავრებით, რაც შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, რადგან, როგორც ვიცით, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა პოლიტიკას იყენებს, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინაზე და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გამგზავრებამდე გადავამოწმოთ ჩვენი სტატუსი. პირობითად, შესაძლებელია, რომ მე ვიყო აცრილი ერთი ვაქცინით, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც მივემგზავრები, იმ ვაქცინით აცრა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ მომენიჭოს მწვანე სტატუსი, შესაბამისად, შესაძლებელია მჭირდებოდეს ბუსტერ დოზა, ან სხვა მწარმოებლის მიერ ვაქცინით ვიყო აცრილი, შესაბამისად“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved