• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საუდის არაბეთმა ისრაელზე ნასროლი რაკეტა თავად ჩამოაგდო, პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე კი ყველა არაბულმა ქვეყანამ უარი თქვა” – ლაშა შაყულაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:02 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277
მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
რატომ ვხედავთ ბევრად მეტ ანტი-ისრაელურ/ანტი-ებრაულ გამოსვლას ევროპა-ამერიკაში, ვიდრე არაბულ ქვეყნებში?
ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს.
არაბულ ენას და ტერმინოლოგიას, ამ ომში, იმაზე დიდი ძალა აქვს, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენთ.
ზოგადად, ომში, ენა და ტერმინები იდეოლოგიურ განსხვავებზე მეტს გვიყვება. ახლა ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან: მაგ. აფხაზები და რუსები, რუსულად, სოხუმისათვის Сухум-ის დაძახებას ითხოვენ, როცა ქართველები Сухуми-ს ვამბობთ. იგივეა Гал/Гали, Цхинвал/Цхинвали. დღემდე, ათენის აეროპორტი ერთადერთი ადგილია, სადაც ფრენები არა სტამბულის, არამედ კონსტანტინოპოლის მიმართულებით სრულდება.
ისრაელ-ჰამასის ომის პირველივე დღიდან კი ჰამასის მიერ გამოყენებული არაბული ტერმინოლოგია არა დიალექტების, არამედ ექსტრემისტული იდეოლოგიის დონეზე გაიშალა.
ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობს ლიტერატურული არაბული და თავად სახელმწიფოები კი თავიანთ დიალექტებზე მეტყველებენ. პალესტინური არაბული ისრაელის სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში შეუფერხებლად ისწავლება. ამ არაბულზე საუბრობს ისრაელის მოქალაქე – არაბი, დრუზი და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ისრაელში მცხოვრებ პალესტინელად მოაზრებს. პალესტინურ არაბულზე საუბრობს მთელი პალესტინური ავტონომიის მოსახლეობა – ბეთლემი, რამალა, ნაბლუსი, ხევრონი და ღაზა.
ახლა, არაბული ენის გავლენას – სოციალური ქსელები და მასში უკონტროლოდ გავრცელებული ექსტერმისტული ვიდეო მიმართვები დაუმატეთ.
წარმოიდგინეთ, ღაზის სექტორში, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გამოდის სასულიერო ან პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი და საღვთო ომს აანაონსებს. ამ ომში კი პირველ რიგში იმ ეთნიკურ არაბებს და პალესტინელებს ემუქრება, რომლებიც ჰამასს გვერდით არ დაუდგებიან. ამას კი ისრაელელი არაბი უყურებს და გული უსკდება. ამას უყურებს რეგიონში მცხოვრები სხვა არაბი და ხვდება რომ ეს იდეოლოგია მის ქვეყანას მოსპობს.
სამყარომ უნდა გაიგოს რომ არც 1967 წელია და არც 1973.
არაბულ სამყაროს სურს განვითარება, დასავლეთთან ეკონომიკური კავშირები და თანამშრომლობა – მათ შორის ისრაელის სახელმწიფოსთან. რამდენიმე წლის წინ დუბაიში სინაგოგაც კი გაიხსნა. ჰამასმა კი საავადმყოფოზე ვითომ ისრაელის მიერ მიტანილი იერიშით იორდანიის მეფეს ისტორიული შეხვედრა ჩააშლევინა, სადაც ბაიდენი, პალესტინის ლიდერი აბასი, იორდანიის და ეგვიპტის ლიდერები უნდა ყოფილიყვნენ. ამ ყველაფერს ძალიან კარგად აცნობიერებს არაბული სამყარო!
ისრაელისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების ნაწილი ემირატებში დგას. ეგვიპტე და ისრაელი მოკავშირეები არიან. საუდის არაბეთმა იემენიდან ისრაელზე ნასროლი რაკეტა თავად ჩამოაგდო. პალესტინელი ლტოლვილების მიღებაზე კი ყველა არაბულმა ქვეყანამ უარი თქვა. რაბათში, მოროკოში, მშვიდობის მოთხოვნის აქციაც კი გაიმართა, სადაც ადამიანები პალესტინის და ისრაელის დროშებით ერთად გამოვიდნენ.
არაბული სამყარო კარგად იცნობს ჰამასის და ჰეზბოლას ექსტრემისტულ ძალებს. არაბული ქვეყნები საკუთარ მშობლიურ ენაზე უსმენენ ჰამასის მუქარას და მათი სამართლის ქვეშ იძულებით ცხოვრების ანონსს. უსმენენ და ისრაელზე მეტად ეშინიათ.
არც რუსეთს, არც ირანს და არც ტერორიზმთან მოფლირტავე სხვა რომელიმე ძალას გამოუვა შუა აღმოსავლეთში დიდი ომის გაჩაღება, პირიქით, სხედან და საგონებელში არიან იმითი, რომ ევროპა-ამერიკაში უფრო გამოიყვანეს ხალხი, ვიდრე არაბულ ქვეყნებში!
აი, ეს მოაქვს უმეცრებას და ბოროტებას! სამყარო ისრაელის და სინათლის მხარეს დგას, რაც პირველ რიგში, შვებას, პალესტინელ ხალხს მოუტანს!
עם ישראל חי
თეგები: ლაშა შაყულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved