• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საუბარია 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ბათუმში… ამერიკა, სავარაუდოდ, ამ პროექტს გულისხმობდა…” – “ენმ”-ის ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
13:48 10-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე:

„მიწის ნაკვეთი, სადაც უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს, ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ აჭარას“, რომლის მფლობელიც არის გალიფ ოზთურქი. მან ამ მიწის ნაკვეთზე მოიჯარედ აიყვანა „მეტრო ატლას ჯორჯია“, რომლის პარტნიორები ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ამ ადამიანებმა დაიწყეს რაღაც ტიპის საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ვერსად  ვპოულობთ.

ინფორმაცია, რაც მოვიძიეთ, არის ის, რომ სასტუმროები: „ინტურისტი“, „ეიფორია“, „ლეგენდა“, „სქაი თაუერი“ და სხვა ათობით დიდი და მცირე ზომის სასტუმრო ბათუმში უკვე იქცა სხვა ფუნქციის მატარებელ დაწესებულებად.

საუბარია წლის ბოლომდე 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ამ ქალაქში, ნაწილი უკვე შემოსულია და ამ სასტუმროებში ცხოვრობს. რა ხდება და რისთვის შემოდის ამ რაოდენობის ჩინელი მიგრანტი ბათუმში? ჩვენი ინფორმაციით, ეს არის არალეგალური ჩინური ონლაინკაზინოების IT მართვის ცენტრი. თუმცა ამის პარალელურად კრიპტოვალუტის წარმოების ნაწილის გადმოტანაც იგეგმება ჩინეთიდან ჩვენს ქალაქში. როგორც გვეუბნებიან, აქ არის როგორც ფულის გათეთრების ნაწილი, ასევე უნდა შეიქმნას რაღაც ტიპის, ჩვენთვის უცნობი კიბერლაბორატორია. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, მაგრამ არ არსებობს პასუხები.

რატომ ვამბობთ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი? როცა გოგოლის პირველ ნომერში მივედით და უკანონო მშენებლობები გავაპროტესტეთ, ადგილობრივებმა, მათ შორის, იქ დასაქმებულმა პირებმაც გვითხრეს, რომ  ზედამხედველობის სამსახურს აკრძალული აქვს ობიექტზე მისვლა და ჯარიმის გამოწერაც კი. თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი უძლურები არიან და არ შეუძლიათ უკანონო დასახლებასთან ახლოსაც კი მივიდნენ“

ბრიფინგზე იმყოფებოდა ენმ-ს საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა ქაშიბაძეც, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა ამ დასახლების მშენებლობამ ქვეყნისთვის პრობლემა შექმნას:

„რუსეთი მიზეზს ეძებს, როდის დაგვარტყას და დღეს პირდაპირ კარებთან ვუქმნით ამის მიზეზს. ერთი ლაბორატორია გვაქვს და ორი წელია ამ ლაბორატორიით ვახერხებთ, რომ კორონავირუსს ვებრძოლოთ და ესეც რომ არ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ვიქნებოდით. ახლა კიდევ მეორე უბედურება შეიძლება გავიჩინოთ. გვითხრან რა შენდება და რისთვის, შეიძლება ისეთი კარგი რამეა, რომ ტაშიც დავუკრათ, შეიძლება ამას მოჰყვეს კიბერუსაფრთხოების პრობლემები ან რეალურად მივიღოთ ეთნიკური კატასტროფა ამ ქალაქში.

მე არ ვარ წინააღმდეგი არც ჩინელების და არც სხვა ერის ხალხი, მაგრამ მაშინ, როცა დასაქმების კატასტროფული პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, ახლა მზად ვართ სხვას დავუთმოთ სამუშაო ადგილები, თუკი ეს ნამდვილად ინვესტიციაა? თუ ინვესტიციაა, მაშინ რატომ არ გვეუბნებიან რა ტიპის ინვესტიციაა, როგორ წარმოუდგენია ვინეს ამ ქალაქში ამდენი ადამიანი შემოვიდეს, ამხელა ფინანსური რესურსით და აქ არაფერი არ უნდა ხდებოდეს. არსებობს კითხვები, რომლებსაც ხელისუფლება პასუხს არ სცემს.

მიუხედავად ბიზნესის განვითარებისა, ეს არის კომუნისტური ქვეყანა და მისი იდეური აზროვნება არის ყოველთვის დამალული, ფარული. საკუთარ ქვეყანაში მილიონობით დაფარული მუშახელი ჰყავს. როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იყო ჩამოსული და საქართველომ დიდი პორტის პროექტი გააჩერა, მაშინ პირდაპირ თქვა ამერიკამ, რომ  ეს ქვეყანა უარს ამბობს ევროპაზე და გადადის რუსეთზე და ჩინეთზე. დიდი ალბათობით, მათ გარკვეული ინფორმაცია ამის შესახებ ჰქონდათ ალბათ.  სავარაუდოდ, ისინი ამ პროექტს გულისხმობდნენ,“

წყარო – ბათუმელები

თეგები: ბათუმიენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved