• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ალია ავტორი - ალია
15:26 10-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას ყველა ტიპის საწვავზე ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ექსპერტები და ეკონომისტები შემდეგი კვირიდან ფასების კიდევ რამდენიმე პროცენტით გაზრდას აანონსებენ.

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საწვავზე ფასი უკვე 5%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბოლო 1 წელში – 46%. გაზრდილია ფასი ე.წ. თხევად გაზზეც – 8%-ით.

ყოველივე ეს დამატებით პრობლემებს ქმნის მეწარმეებისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ უძვირდებათ ფასი სატრანსპორტო მომსახურებაზე და შესაბამისად ძვირდება პროდუქციაც.

რაც შეეხება მიზეზებს, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ საწვავის გაძვირებაზე საერთაშორისო ფასს აქვს ყველაზე დიდი გავლენა, თუმცა ქვეყანაში არსებული ფონი, მათ შორის ვალუტის არასტაბილური კურსი, მასზე კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენს.

მათივე თქმით, ხელისუფლება არ დგამს სწორ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ფასები დასტაბილურდეს

“საწვავზე და სხვა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა თავიდან ბოლომდე განპირობებულია საქართველოს მთავრობის 9-წლიანი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით. იმ კორუმპირებული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, რომელიც ბოლო წლებში სახელმწიფო უწყებებმა გაატარაეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ რომ დღეს გვქონდეს ეკონომიკური პარამეტრები, რომელიც გვქონდა 2012 წელს, ვგულისხმობ ლარის კურსს, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასს და აქციზის რაოდენობას, დღეს საწვავის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 ლარს”, – თქვა პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძემ.

ფასების დასტაბილურებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ასახელებს აქციზის გადასახადის შემცირებას ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

“ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ აქციზის გადასახადი, რომელიც ზის ამ ბენზინის ფასში, ის უნდა შევამციროთ. იმის მაგივრად, რომ ფლანგოს ფული [ხელისუფლებამ] როგორც ამას აკეთებს, შეამციროს ხარჯები. შესაბამისად, ნაკლები საჭიროება იქნება გადასახადების იმ დონის ამოღებისა”, – ამბობს ბედინეიშვილი.

მთავარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved