• რეკლამა
  • კონტაქტი
22:13, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საწვავი გალში არ შემოუტანიათ – როგორც გალი, ისე სოხუმი შეუჩერებლად გაიარეს, ჰაერიდან ორი ვერტმფრენი აცილებდა” – ლაშა ბერულავა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
20:17 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,679

ჟურნალისტი, გამოცემა “ოდიშინიუსის” დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საწვავი, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, გალში გაიგზავნა – არც გალში ჩაუტანიათ და არც სოხუმში.

🔘“ენგურის ხიდით შემოსული საწვავმზიდები არათუ გალის, სოხუმის ბენზინგასამართ სადგურებთანაც არ გაჩერებულან” – სად წავიდა “გალის მოსახლეობისთვის” განკუთვნილი ბენზინი?

–
🔘კომპანია “სოლიდუსი”, მისი ლიდერის გიორგი არველაძის სახით აცხადებს, რომ საწვავი აფხაზეთში მისმა კომპანიამ შეიტანა, რათა გალის მოსახლეობას 20 ლიტრიანი “კანისტრებით” ზუგდიდიდან გალში არ ერბინა. მისი თქმით, გალში მათ 300 ტონა საწვავი შეიტანეს.
„ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, – აცხადებს ბიზნესმენი. არველაძის თქმით, აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, ხოლო საწვავის მიწოდება პირველად მოხდა.
ამასთან, ოდიშინიუსის წყარო, რომელიც წლებია, გალის რაიონში მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო ინფორმაცია გვაწვდის, გვიყვება, რომ სინამდვილეში საწვავი გალის რაიონში არ დარჩენილა, ყოველ შემთხვევაში, არცერთი, ქალაქში მდებარე საჯარო ბენზინგასამართი სადგურის მარაგი არ შევსებულა:
” ეს ტყუილია. ქართული ნომრებით საწვავმზიდები მართლაც შემოვიდნენ ენგურის ხიდიდან, ისინი არავის დაუბრკოლებია, უბრალოდ, ჭუბურხინჯის მხარეს, ხიდთან, აფხაზური ნომრები დაახვედრეს და ზემოდან გადაამაგრეს ქართულ სახელმწიფო ნომრებს, ერთი “ვილისი” წინ გაჰყვა ოთხ მანქანას, მეორემ ჩაკეტა და როგორც გალი, ისე სოხუმი შეუჩერებლად გაიარეს, ჰაერიდან ორი ვერტმფრენი აცილებდა პლიუს”, – გვეუბნება წყარო გალის რაიონიდან, რომელმაც ჯერ ვერ დაადგინა, სად გაჩერდა საბოლოოდ საწვავმზიდების კოლონა, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს, შესაძლოა, გუდაუთის მისადგომები ყოფილიყო, საიდანაც საწვავს რუსეთის სამხედრო ბაზაში აიტანდნენ.
შეგახსენებთ, ივანიშვილის საყვარელმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ადგილობრივ მოსახლეობას შვება მიეცემა, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში მსგავსი ტვირთების შეგზავნისთვის მომავალშიც მზად არიან.
პ.ს. ფოტო შემთხვევითობის პრინციპით, თემატური დამთხვევის გამოა შერჩეული, მის დართვა სტატუსზე არ ნიშნავს, რომ ამ მანქანებით შეიტანეს საწვავი, – წერს ბერულავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved