• რეკლამა
  • კონტაქტი
10:04, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საწოლების მობილიზება ქუჩის აქციების შემდეგ მოხდა” – ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება

ალია ავტორი - ალია
13:48 11-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, დროულად მოხდა დამატებითი საწოლების მობილზება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვცდილობთ, ვმართოთ ნაკადები და ჩვენს ყველა მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ასევე, ვზრუნავთ სასტუმრო სექტორშიც მობილიზაციაზე, სადაც  ჩართული გვაქვს სამედიცინო მეთვალყურეობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ექიმების და ექთნების ჯგუფს, არამედ სასტუმროებს ჰყავთ თავიანთი კურატური კლინიკები, სადაც პაციენტები განსაზღვრულ დროს გადიან შესაბამის კლინიკურ კვლევებს, რის შედეგადაც, მათ ენიშნებათ მკურნალობა. ასევე, სასტუმროებში არის იმის საშუალება, რომ პაციენტებმა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სტაბილიზაციის კომპონენტები, რაც გულისხმობს ჟანგბადის კონცენტრატორებით მათთვის ჟანგბადის მიწოდებას.

ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ კლინიკების წარმომადგენლებთან საწოლფონდის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება გვქონდა 8,52 დღე და ინტენსიურ საწოლზე – 10,25 დღე, ხოლო სამინისტროს აქტიური ჩართულობით, ახლა სტაციონარში დაყოვნება გვაქვს თერაპიულ საწოლზე 5,72 დღე, ხოლო  კრიტიკულ საწოლზე 8,59 დღე, რაც ჰოსპიტალში მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას ზრდის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

“ალია” ჯერ კიდევ 26 იანვარს, დიახ, 26 იანვარს წერდა, რომ საწოლების მობილიზება უნდა დაეწყოთ, ოპოზიცია კი, არჩევნებამდე ბევრად ადრე ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ, ხმების დასაცავად გამოსვლა თუ დასჭირდებოდა, გამოვიდოდა ქუჩაში და მაინც, საწოლფონდის დამატება, თურმე აქციების მერე დაწყებულა!

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved