• რეკლამა
  • კონტაქტი
11:46, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საწოლები გვაქვს და ექიმები არ გვყოფნისო – დაანებონ ტელევიზიებში დგომას თავი და მიხედონ ავადმყოფებს მაშინ!”

ალია ავტორი - ალია
15:55 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:

“ამ ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ! მათ ხელისუფლების ნიღბები მოირგეს და იმიტომ!

ხელისუფლების  გასახმოვანებელი გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ,  „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს   ემსახურებიან.

ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და  კი ვნახეთ როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამჭიმული.

ანუ, დღეს აღარ არის საშიში ეკლესიაში სიარული, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?!

ჩემთვის ძალიან შეურაცმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან! ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ.

თუმცა სათავისოდ ყველამ გადასარევი შედეგი დაიდო.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რისი ყიდვაც უნდოდათ კანონებით გადაიფორმეს, რაც არა, მიიტაცეს. პოლიკნინიკებს ვგულისხმობ თუნდაც…

10 მილიარდი, რაც დახმარების სახით მივიღეთ, ისე გაქრა და აორთქლდა, ჯანდაცვის სისტემას არაფერი შემატებია. ჯანდაცვის მინისტრი კი, საერთოდ ქვეყნის სირცხვილია!

საწოლები გვაქვს მობილიზებული, მაგრამ ექიმები არ გვყოფნისო, აცხადებენ, დაანებონ ტელევიზიებში დგომას თავი და მიხედონ ავადმყოფებს მაშინ!

მაგრამ ეს ადამიანები  პოლიტიკით არიან დაკავებული და არა  ვირუსის მკურნალობით. შედეგი კი არის ის, რომ  დღეს აღარც ხელისუფლების სჯერა არავის და აღარც ამ გამოჩენილი ექიმების.

ეკონომიკა რომ არ დაენგრიათ, უარესი შედეგი გვექნებოდა?! და ახლა, როდესაც ისევ  ადამიანებს ზღუდავენ, პასუხი ვინ უნდა აგოს, ისევ ადამიანებმა? ისევ მათ, ვისაც არაფერი დაუშავებია და მთელი მათი დანაშაული ის არის, რომ მათავრობას დაუჯერეს? რადგან ზუსტად მათ დაკარგეს ყველაფერი, ვინც მთავრობას ენდო და დაუჯერა… მოკლედ, ამ ქვეყანაში ყველა გარდაიცვალა, მთავრობაც და ეროვნული ბანკიც. კომერციული ბანკები მთავრობის დადგენილებას არ ასრულებენ, კანონს არღვევენ, ხალხს სულს ხდიან და  მთავრობას ეს არათუ აღელვებს, ისევ ეკონომიკას ზღუდავს.

სამაგიეროდ გვყავს პრივილეგირებული ადამიანების კლასტერი, ვინც მოიპარა ყველაფერი რაც მოსაპარი იყო, მათ შორის შემოსული დახმარებაც, ადამიანები კი შიმშილისთვის გაწირეს.

აი ეს უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს და ყველამ პასუხი უნდა აგოს ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის!

არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და არცერთი დამნაშავე დაუსჯელი!”

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved