• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საწინააღმდეგო მხარეს რომ ვიდგე, ძალიან შემეშინდებოდა” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:34 09-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ძალაუფლება ავადმყოფობაა. თუ განსაკუთრებული შინაგანი საყრდენები არ გაქვს, შეიძლება ძალიან გაგიტაცოს, ყველაფერს მოგწყვიტოს, რეალობის შეგრძნება დაგაკარგვინოს.

ალბათ, ზემოთ ვერ ხვდებიან, თუ რა ენერგია დატრიალდა, რა ცეცხლი დაინთო დღეს პეტრიაშვილის ქუჩაზე.

21-ე სკოლის (მე-6 გიმნაზიის) განადგურების, დანგრევის, სხვადასხვა შენობებში მიმოფანტვის წინააღმდეგ ასობით ადამიანი იდგა ქუჩაში.

ვერ წარმოიდგნეთ, რა კარგი იყო! ასი წლის უნახავი თანაკლასელები გულში იკრავდნენ ერთმანეთს, დაბერებული მოსწავლეები გაახალგაზრდავებულ მასწავლებლებს ახსენებდნენ ძველ ამბებს, მშობლებად ქცეული კურსდამთავრებულები ახალი ეპოქის “მეექვსელობის” ნიშნებს გვიხსნიდნენ… ადამიანები, რომლებიც სხვა საქმეში შევხვედრივართ ერთმანეთს, პირველად გადავიკვეთეთ, როგორც თანასკოლელები და ესეც გვხიბლავდა… ვნახე ჩემი კურსელები და სტუდენტები, რომლებიც ამასობაში ჩემი სკოლის საზოგადოების ნაწილი გამხდარან.

მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები კი დიდ განსაცდელში არიან, მაგრამ დღეს უკეთ იცნობენ ერთმანეთს, უფრო ახლოვდებიან, ძველ წყენებს ივიწყებენ, ახალ გადაკვეთის წერტილებს ეძებენ, ერთ მუშტად იკვრებიან და იციან, რომ წინ დიდი უღელტეხილი ელით. იციან, მზად არიან, შემართულნი არიან!

უბანი, ქალაქი, ირმა სოხაძე სოლიდარულია მათ მიმართ.

საწინააღმდეგო მხარეს რომ ვიდგე, ძალიან შემეშინდებოდა.

ცხოვრებისეული თავგადასავლებით, უძვირფასესი მოგონებებით, სკოლის იდეითა და ღირებულებებით, ბრძოლის ხალისით შეკავშირებული თაობების, მათი წინააღმდეგობის გატეხვა ოპოზიციური პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატის ყიდვა არ გეგონოთ.

🔴 დაუყოვნებლივ ჩაინიშნოს ჩატარებული ექსპერტიზის განხილვა, დაინიშნოს ალტერნატიული და ფუნდამენტური, დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

🔴 მთელი სკოლა დროებით გადაიყვანონ ერთ შენობაში!

🔴 არ დაანგრიონ ჩვენი ჰოგვორთსი, დაიწყოს სკოლის რეაბილიტაცია.

🔸️ ჩემი, როგორც რიგითი კურსდამთავრებულის, პირადი მოთხოვნაა – მაღალი თანამდებობის ყველა იმ პირის დასჯა, ვის კისერზეცაა საქმის აქამდე მიყვანა.

სკოლა არ უნდა დაინგრეს!

P.S. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც დღეს მიკროფონთან მიხმეს, მაგრამ დავიმალე… ცენტრიდან მანანა მასის გამჭოლ მზერას ვგრძნობდი, მარჯვნიდან ქ-ნ მაიას აწეული წარბი დავლანდე და უკან მაკა მასიც მეგულებოდა… შენი ჭირიმე რაა…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved