• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი” – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს ააშენებს

ალია ავტორი - ალია
16:49 01-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია.

მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობას ადგილობრივ ინვესტორს მიანიჭებს.

ბიზნესმენმა თბილისში, „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობის შესახებ „რამდენიმე თვის წინ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში კერძოდ, მარცხენა სანაპიროზე არსებული ნახევარი ჰექტარი ფართობი, კომპლექსისთვის სრულიად შესაფერისია. ამასთან, ტერიტორიაზე 60 მანქანის საპარკინგე სივრცის მოწყობაც შესაძლებელია.

„ინვესტორები მოდიან, აქვთ იდეები, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მე მაინც ადგილობრივი ინვესტორები მირჩევნია. ვნახოთ, რა იქნება, ჩვენ არსად გვეჩქარება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია ქალაქის ცენტრშია, საკმაოდ მოთხოვნადი ადგილია, სავაჭროდ არავისთან მაქვს საქმე. იყვნენ ინვესტორები, სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი. ქალაქის ცენტრშია და არ შეიძლება აქ კაზინო განთავსდეს. ჩემგან ეს გამორიცხულია“,- აღნიშნა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, ლუდსახარში “ყაზბეგის” ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები “საქართველოს კაპიტალის” ჯგუფში შემავალმა კომპანიამ “გლობალ ბიერ ჯორჯიამ” 3.65 მლნ დოლარად შეიძინა. ორ კომპანიას შორის გარიგების საგანს მხოლოდ სავაჭრო ნიშანი წარმოადგენდა, შესაბამისად, ლუდის ქარხანა, ტერიტორიასთან ერთად, მის ძველ მფლობელს გოგი თოფაძეს დარჩა.

წყარო: bpn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved