• რეკლამა
  • კონტაქტი
20:19, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სატანამ დაიდგა ტახტი და ამ ჯოჯოხეთით ტკბება, ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შევცვალოთ…”

ალია ავტორი - ალია
16:27 07-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველო სასაკლაო ველად იქცა და ვინაა დამნაშავე, თუ არა ხელისუფლება, ვისაც ევალება უსაფრთხოება და წესრიგი?! ტოტალურ კრიმინალში ჩაიძირა ქვეყანა. ყოველდღიურად ხდება მკვლელობები, დაჭრები და სხვა, სახეზეა სამართალდამცავ ორგანოთა უსუსურობა.

თქმა არ უნდა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამ, უფრო ზუსტად მკვლელობამ, შემზარა და ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებ, ისედაც ერთი თვეა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ მორალურად გამანადგურა, ისევე როგორც ყველა ნორმალური თანამემამულე, და ამ ერთ თვეში ლამის დღემ არ ჩაიარა, ახალი უბედურებების გარეშე, ძალიან ძნელია ამის ყურება.

ერთადერთი გამოსავალია ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ეს არაა პოლიტიკური განცხადება, არც ვპოლიტიკოსობ, ესაა ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია და შეხედულება საქართველოს ფიზიკურ გადარჩენაზე, გამომდინარე იმ ტრაგიკული და კატასტროფული ვითარებიდან, რაშიც საქართველო და ქართველი ერი აღმოჩნდა უკანასკნელ წლებში.

ჩვენმა ლოცვებმა ძალა დაკარგა, ღმერთმა აშკარად ზურგი აქცია ჩვენს საქართველოს და ერს. იმიტომ ხომ არა, რომ რაღაც ძალიან დიდს ვაშავებთ ქართველები უკვე ძალიან დიდი ხანია და შედეგებსაც შესაბამისს ვიმკით. არ მგონია ვაზვიადებდე: სატანამ დაიდგა ტახტი საქართველოში და ტკბება ამ ჯოჯოხეთით.

ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები სრულდება ჩვენს ერზეც მთელი სიზუსტით:

5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.

6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი…

7. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ…

21. როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.

22. ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.

23. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ. (თავი I)“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved