საქართველოს საპატრიარქო, თბილისში, დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები