• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასტუმროებში ერთნაირად იკრძალება თამბაქოს ყველა პროდუქტის მოხმარება

ალია ავტორი - ალია
16:10 07-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
383

სასტუმროებში ერთნაირად იკრძალება თამბაქოს ყველა პროდუქტის მოხმარება.

„ცოტა ხნის წინ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, რესტორნებისა და სასტუმროების მცდარი ინფორმაციისაგან დასაცავად,  შიდა ინფორმაცია გავავარცელეთ. მოვუწოდებთ, არ ენდონ, თუ ვინმე  შეეცდება დაარწმუნოს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონში შესული ცვლილების შედეგად დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოწევაზე აკრძალვა გაუქმდა.

კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა და არც იგეგმება. მოქმედი რეგულაციების თანახმად დახურულ სივრცეში თანაბრად შეზღუდულია, როგორც კლასიკური თამბაქოს ნაწარმის, ისე ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება) დროს, მუდმივად სიურპრიზებს ვაწყდებით. ამჯერადაც, ივლისის თვეში, ტურისტულ ზონებში  ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. თამბაქოს კომპანიების სახელით მოძრავი ჯგუფი ცდილობს, სასტუმროების ადმინისტრაციები მოწევის რეგულაციების გაბედულად დარღვევაში დაარწმუნოს (რესტორნებშიც იგივე ხდება). სთავაზობენ (შესაძლოა, გარკვეული სარგებლის სანაცვლოდაც), სასტუმროებმა თვალი დახუჭონ დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაზე. ამის შემდეგ დემონსტრაციულად აბოლებენ ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს და აღნიშნავენ, რომ დახურულ სივრცეში მათ გამოყენებას კანონი არ კრძალავს, რაც სიცრუეა და კანონდამრღვევს უზარმაზარი ჯარიმით დაზარალებისკენ უბიძგებს.

ამიტომაც შევახსნებთ ნებისმიერ სასტუმროს, რომ თამბაქოს კონტროლის კანონით აკრძალულია, დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა. პირველ ჯერზე დარღვევა გამოიწვევს, კერძო პირის 100 ლარით დაჯარიმებას, კომპანია ( ამ შემთხვევაში სასტუმრო) თუ პირველად ჯარიმდება, 500 ლარის გადახდა დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში კერძო პირი 200 ლარს გადაიხდის, კომპანია კი 1000 ლარით დაჯარიმდება. ვთხოვთ სასტუმროებს, ნუ წამოეგებით საეჭვო პირების და ჯგუფების ანკესზე. თამბაქოს კონტროლის კანონი იოლად ხელმისაწვდომია და თუ მაინც ვერ შეძლებთ რეგულაციების მოძიებას, დეტალებისთვის ცხელ ხაზზე  11 60 01 ან 112 დაუკავშირდით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved