• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმის გამო დაღუპულის ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს – სასამართლო გადაწყვეტილება

ალია ავტორი - ალია
20:47 05-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტის მშობელმა სამედიცინო დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მშობლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისათვის 10 000 ლარის (დაკრძალვის ხარჯები) გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

“საიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ პაციენტი 2014 წლის 5 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახმეტის რაიონული სამსახურის ექიმის არასათანადო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.

“პაციენტის მშობელი დავობდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარ სამედიცინო ქმედებას, რაც გამოიხატა ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შეუსრულებლობაში, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. გარდა მცდარი სამედიცინო ქმედებისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით.

სასამართლომ პაციენტის გარდაცვალებაში მოპასუხე მხარის ბრალეულობის საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღება გაამახვილა იმ უდავო გარემოებაზე, რომ მიუხედავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის პაციენტის სავარაუდო ჩივილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, გამოძახებაზე მისულ სამედიცინო პერსონალს ელექტროკარდიოგრამის აპარატი არ ჰქონდა. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ პაციენტის ჩივილების (ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში) მიუხედავად (რომლის შესახებაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისთვის გამოძახების ეტაპზევე იყო ცნობილი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალს შესაბამისი მოწყობილობის არქონის გამო მისთვის ელექტროკარდიოგრამა არ გადაუღია და არც ამ ჩივილებისთვის გათვალისწინებული სტანდარტული მკურნალობა ჩაუტარებია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანის დადგომა (მოსარჩელეთა შვილის გარდაცვალება) სამედიცინო პერსონალის მხრიდან მკურნალობის პროცესში დაშვებულმა ხარვეზებმა გამოიწვია”

წყარო – მარშალპრესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved