• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასწრაფოს” ექიმი “ალიას” კვლავ სენსაციურ ამბებს უყვება

ალია ავტორი - ალია
23:24 01-27-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

გუშინ “ალიაში” დაიბეჭდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ინტერვიუ სათაურით: – “რატომ ამბობენ ექიმები უარს აეროპორტში გასვლაზე?“

ინფორმაცია გუშინვე უარჰყო ჯანდაცვის სამინისტრომ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია – “სასწრაფოს თანამშრომელთა ნაწილი უარს აცხადებს აეროპორტში გასვლაზე – როგორც ვიცი ტყუილია.”

და როგორც არ ვიცით?

“ალია” ისევ დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს საკითხის გასარკვევად, გთავაზობთ ექიმის მონათხრობს:

“იმის მაგივრად, რომ პრობლემის გამოსწორებაზე ეფიქრათ, დაიწყეს იმის ძებნა, ვინ მისცა “ალიას” ინტერვიუ, რომელმა ექიმმა. არ ვარ მარტო, ჩემსავით ბევრი ფიქრობს და რას გვიზამენ, რამდენს გაგვიშვებენ სამსახურიდან?

დააკვირდნენ, რატომ აქვს ინტერვიუს ამდენი ათასი ნახვა? – მგონი, ექიმი არ დარჩენილა, რომ არ წაეკითხა, უამრავმა ექიმმა გააზიარა თავის გვერდზე – ესეც არაფერს ეუბნებათ? რა დროს სამსხურიდან მოხსნის შიშია, როცა ასეთი ეპიდემიის წინაშე ვდგავართ?

რა გამოსწორდა გუშინდელი ინტერვიუს მერე? – პირბადეები დაარიგეს, ოღონდ თვლით და ოქმებით, რაოდენობას უთვლიან – დაესვარა, გაუფუჭდა – არ არის მიზეზი. პირბადეების რაოდენობას გვითვლიან!

ვნახე ამირან გამყრელიძის პასუხი, “ალიაში” ინტერვიუს მერე იმაზე ალაპარაკდა, რომ საჭიროა თურმე უსაფრთხო ტანსაცმელი, ტანსაცმელი, რომელიც აქამდე არც ერთხელ არ უხსენებია – ოღონდ ჯერ ადრეაო, ჯერ შემოვიდეს ვირუსი, ჯერ გადაივსოს ისედაც გადავსებული საავადმყოფოები და ჯერ დაიხოცოს ხალხი! მერე გამოიტანენ უსაფრთხო ტანსაცმელს.

გავალთ თუ არა აეროპორტში? – ამ პირობებში ექიმთა უმეტესობა არ გავა!

რა თქმა უნდა გაიყვანენ ექიმებს – არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მეორე დღეა აეროპორტს ამოწმებენ და მეორე დღეა ისეთი ექიმი ვერ გაიყვანეს, რომელიც ხელთათმანს და პირბადეს არ მოიხსნის გასინჯვისას. ბოდიშს ვუხდი გულწრფელად, არ ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი და არ აქვთ გამოცდილება მსგავსი ტიპის ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობის!

რატომ ვერ გაჰყავთ გამოცდილი ექიმები? – ექიმები, რომელბსაც სისხლში და ხორცში აქვთ გამჯდარი უსაფრთხოების მინიმალური ნორმები? – არ გვყავს? ხომ ამბობენ, რომ ვტყუით და ყველა ექიმი თანახმაა აეროპორტში დადგეს და სიცხე გაზომოს – რატომ არ გაჰყავთ გამოცდილი ექიმები?

მართალია, ნიღაბი და ხელთათმანი ვერ შეაკავებს ამ ვირუსს, მაგრამ მინიმულური უსაფრთხოების ნორმებიც თუ არ უნდა დავიცვათ, მაშინ – აეროპორტში დადგომის სპექტაკლს რაღა ჰქვია?

როგორც გავიგეთ, უახლოეს მომავალში აპირებენ, მედიასთან ასაუბრონ ექიმები და ათქმევინონ მათ, რომ აი, ყველა ექიმი თანახმაა აეროპორტში დადგეს და რომ ყველა საერთაშორისო ნორმა დაცულია, ექიმებიც დაცულია, მგზავრებიც დაცულია.

თუ ექიმს ის ფორმა იცავს ინფიცირებულისგან, რომელიც ახლა აცვია, მაშინ, ამირან გამყრელიძე რატომ ამბობს, რომ ინფიცირებული ადამიანის აღმოჩენის შემთხვევაში ფორმას შეცვლის და უსაფრთხო ტანსაცმელს გამოიტანს?

საიდან გამოიტანს იმ პირველი რიგის ფორმას? ლუგარის ლაბორატორიიდან? აბა? კიდევ სად აქვს? ნაყიდი და დაწყობილი აქვს სადმე? – სად? ვისთვის ინახავს – თუ აქვს?

ახლა რაც შეეხება ვირუსს – რატომ არის პირველი სიმპტომი ხველა და სიცხე? – ვირუსი პირველ რიგში აზიანებს ფილტვებს, იწყება ფილტვის პნევმონია, მეტწილად სითხეც დგება ფილტვში. 5 და 10 წუთში ფილტვის პნევმონია ხომ არ განვითარდება?

ინკუპაციის პერიოდი განსხვავებულია და დამოკიდებულია ადამიანის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე.

და თუ მგზავრს ჯერ კიდევ არა აქვს პირველი სიმპტომი გამოვლენილი?

მგზავრს ახვედრებ ექიმს, რომელიც არ გყავს შესაბამისი ფორმით აღჭურვილი – თუ სიმპტომი არაა გამოხატული, ვერ ადგენ ვირუსს – შესაბამისად, არც ის იცი, ექიმი ერთი რეისის მგზავრთა გასინჯვის შემდეგ დაინფიცირებულია, თუ არა – და იგივე ექიმს ახვედრებ სხვა რეისის მგზავრებს?

ყველა ამ მგზავრმა რომ უჩივლოს ჯანდაცვის სამინისტროს – აუცილებლად მოიგებენ პროცესს.

დღეს ჩინელმა მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ კვირაში შეიძლება გაორმაგდეს, თქვეს, რომ ამის შესახებ უკვე გააფრთხილეს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები და პარალელურად ჩინეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, ქართველების ევაკუაციას არ ვაპირებო, საჭიროებას ვერ ვხედავო, პარალელურად, ისევ პირდაპირი რეისებია ჩინეთთან, საკვები და ტვირთები შემოდის ჩინეთიდან!

ნახეთ როგორ მუშაობენ ჩინელი მეცნიერები და ექიმები? – მაინც ვერაფერს გახდნენ, იზრდება ინფიცირებულა რიცხვი ყოველ საათში, უკვე ასობით ათას ადამიანზეა საუბარი – საქართველოში გრიპის ვაქცინა არ გვაქვს საჭირო ოდენობის და ყოველ დღე ვიღაც იღუპება იმ გრიპისგან, რომლის ვაქცინაც არსებობს.

კორონა ვირუსის დამარცხებისთვის საჭიროა ძლიერი იმუნური სისტემა – რამდენი ქართველი იკვებება სრულყოფილად? რამდენ ქართველს აქვს ძლიერი იმუნური სისტემა?

ის რაც აეროპორტში ახლა ხდება, ეს არის ტყუილი და ფარსი, სპექტაკლია, რომ ხალხმა შეხედოს და იფიქროს – აი, რაღაცა კეთდება, აი, დაცულნი ვართ!

არც ხალხია დაცული და არც ექიმები!

გამოსავალი?

ექიმთა აღჭურვა, კლინიკის გამზადება, მაქსიმალური ზრუნვა, რომ გრიპის ეპიდემია არ გვქონდეს – ეს მაინც არ გვქონდეს დამატებული, გრიპის ვაქცინა და მედიკამენტი უფასოდ.

გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები ჩინეთიდან, შეწყდეს პირდაპირი ფრენა, საკვების შემოტანა ჩინეთიდან.

თუმცა, იმის შემდეგ, რაც პრობლემის აღმოფხვრა კი არ დაიწყეს, არამედ იმის ძებნა დაიწყეს, ვინ გაბედა ინტერვიუს გაცემა – დარწმუნებულნი ვართ – ჯანდაცვის სამინისტრო არ აპირებს სწორი ნაბიჯების გადადგმას.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვთ კერძო კლინიკებს – არა აქვს მნიშვნელობა პროფილს და სპეციალობას – გაერთიანდით და გაუკეთეთ ორგანიზება ერთ ან რამდენიმე კლინიკას, აღჭურვილს საჭირო მოწყობილობებით – მერე გვიანი იქნება, საქართველოში როგორც კი შემოაღწევს ვირუსი – შეუქცევადი პროცესები დაიწყება – პირდაპირ ქუჩებში მოგვიწევს მერე ლაზარეთების გახსნა – ახლაც ვერ ვატევთ გრიპით დაავადებულ ადამიანებს საავადმყოფოებში“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ – თიბისი

14:40 06-15-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

14:40 06-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved