• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასწაულებრივად გადავრჩით, რომ იქ მანქანამ არ გაიარა” – რას ამბობენ თვითმხილველები ონში მიწის მასის ჩამოშლაზე

ალია ავტორი - ალია
14:12 08-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

ონი-საჩხერეს საავტომობილო გზის კვეთაზე, სადაც გუშინ, 26 აგვისტოს მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. გადაადგილება მარეგულირებლების დახმარებით მიმდინარეობს.

თვითმხილველები “მთავარ არხთან” მომხდარის შესახებ საუბრობენ და ჰყვებიან, რომ ნგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე გზაზე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. ასევე, მიმდინარეობდა სამუშაოები.

“ზუსტად მოპირდაპირე მხარეს, სადაც გზა არის მდინარე ხეორი ჩამოედინება. უბრალოდ ბავშვები ვიყავით საბანაოზე ჩვენთვის და პატარა ნაფხვენები მოდიოდა და დავძაბეთ, რადგან ეს არ არის ერთი დღის მომხდარი ამბავი. ერთი კვირით ადრეც იქ იყო ბზარები გაჩენილი და რა თქმა უნდა, ისედაც მიხვდება ადამიანი, რომ ძირს რომ უთხრი ჩამოინგრევა ხომ. მანქანები მოძრაობენ და ვიდეოში ვიძახით კიდეც, რომ გააჩერონ მოძრაობა და მიიღონ უსაფრთხოების ნორმები, რადგან აშკარად ინგრევა და უნდა ჩამოინგრეს. სასწაულებრივად გადავრჩით, რომ იმ მომენტში იქ მანქანამ არ გაიარა. მაინც და მაინც ისეთი რაღაც უნდა მოხდეს, რომ ადამიანი დაიღუპოს რომ ხმა ამოვიღოთ, რახან არაფერი მოხდა, ეს ამბავი არ უნდა ჩაიფარცხოს ნამდვილად, – თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

საპირისპიროს ამტკიცებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყების თავმჯდომარე დღეს ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, სამუშაოების გამო ადგილზე მოძრაობა გარკვეულწილად შეზღუდული იყო.

“სამუშაოების პროცესში მოხდა გარკვეულად მიწის მასის ჩაშლა. 180-მეტრიანი კედელი კეთდება, 140 მეტრი უკვე გაკეთებულია და დაახლოებით 40-მეტრიან სექციაზე მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა მიწის მასის ჩაშლა. ჩვენ თავშივე სამშენებლო პროცესში გვქონდა აღნიშნული მონაკვეთი გარკვეულწილად გადაწეული ბუფერი, რათა დაზღვეული ყოფილიყო მსგავსი ინციდენტი. არავინ დაშავებულა შემთხვევის შედეგად და აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება”, – თქვა გიორგი წერეთელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved