ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გარდაცვალების რისკის ქვეშ დგანან არა მხოლოდ ასაკოვანი პაციენტები, არამედ კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა პაციენტებიც.
„ნუ გექნებათ განცდა, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვნებისთვის არის საშიში. გვაქვს სტატისტიკა, რომ 109 გარდაცვლილის შორის 17 ადამიანი იყო 60 წელს ქვემოთ. ამერიკის მონაცემებით კი გარდაცვლილთა 20% სამოც წელზე ახალგაზრდაა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
კომენტარები