• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი “ლელოს” “მარშალის გეგმით” – ხათუნა ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
20:51 09-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

დღეს „ლელომ“ წარადგინა პროექტი „მარშალის გეგმა“.

„ალიას“ „ლელოს“ პრეზენტაციაზე და „მარშალის გეგმაზე“ ესაუბრება პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:

-ვაღიარებ, მომეწონა. ზოგადად  ჩვენ არ ვართ განებივრებული პოლიტიკოსებით, რომლებიც პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ამომრჩევლისადმი.

უაღრესად კარგად მომზადებული  იყო „ლელოს“ რეკონსტრუქციის პროგრამა, „მარშალის გეგმა“, იყო სიღრმისეულად გაწერილი ყველა დეტალი და არა პოპულისტური ლოზუნგებით დახუნძლული. მათი დამოკიდებულება პასუხისმგებლიანია ამომრჩევლის მიმართ და საკუთარი თავის მიმართაც.

ძალიან კარგია, რომ ასეთი სიღრმისეული ხედვების პრეზენტაცია ვიხილეთ და კიდევ ველოდები რამდენიმე პოლიტიკოსისგან  ინოვაციებით გამორჩეულ, საინტერესო პრეზენტაციებს. ეს არის ამ საარჩევნო წლის მთავარი ღირსება – მაღალი კვალიფიკაციის პროგრამები.

ახლა მთავარია პრეზენტაციაზე წარდგენილი ყველა პროექტი, ყველა წინადადება გადაითარგმნოს რიგითი ამომრჩევლის ენაზე, დავიდეს რიგითი ამომრჩევლის ინტერესებამდე, ჩხოროწყუს თუ ასპინძის მაცხოვრებელს უნდა აუხსნან, მაგალითად, რას ნიშნავს საერთაშორისო საფონდო ბირჯა კონკრეტულად მათთვის.

ჩემთვის ღერძული საკითხია საერთაშორისო საფონდო ბირჟის თემა და მასთან მიბმული სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტები.

რეგიონებისკენაც უნდა გავიხედოთ და ამითიც ნიშანდობლივი იყო ეს პრეზენტაცია. ყველა რეგიონს აქვს რესურსი და ამ რესურსის დანახვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ფერმერებზეც ისაუბრეს და აქაც სწორი აქცენტი დავინახე – რა არის ფერმერებში ყველაზე დიდი პრობლემა? ფერმერული განვითარების მთავარი ხაზი განათლებაზე გადის, დიდი დეფიციტი და პრობლემაა არასწორი, არასრულყოფილი საგანმანათლებლო სტრუქტურა. ამიტომ, ძალიან სასიამოვნო იყო მოსმენა, რომ ყოველწლიურად ასი ფერმერის გადამზადებას გეგმავენ.

უმნიშვნელოვანესი იყო ახალგაზრდებისთვის პირველი სამუშაო ადგილის მოძიების პროექტი და ახალდაქორწინებულთათვის პირველი ბინის თანადაფინანსების საკითხი.

ისაუბრეს ფინანსებზეც, როგორ მოიძიებენ თანხას, რა რესურსი აქვს ამ პროექტის განსახორციელებლად ქვეყანას და ნამდვილად შემიძლია თქმა, „ლელოს“ „მარშლის გეგმის“ განხროციელება, სრულიად შესრულებადია.

სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი პრეზენტაციით. მიხარია, რომ არსებობს კიდევ ერთი პოლიტიკური გუნდი, რომლის საფირმო ნიშნად არ იქცა პოპულიზმი,  რომელსაც შეუძლია პრობლემების სიღრმისეული ანალიზი და შემდეგ ასეთი კარგად მომზადებული პროექტის შემოთავაზება.

ალია

თეგები: ლელო საქართველოსთვისხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved