“სასამართლოს გადადება იწვევს შეშფოთებას და დამატებით კითხვებს” – დეგნანი სააკაშვილზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესის გადადებას ეხმაურება და ამბობს:

 

“ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს.  ასეთ მდგომარეობაში სასამართლო პროცესის გადადება მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით, როდესაც გადაუდებელი სიტუაციაა და საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვამბობ, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი და საჭირო სამედიცინო დახმარება. კიდევ ზედმეტად შეფერხება ამ პროცესის, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას და ქმნის დამატებით კითხვებს.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარი პროცესს ვერც დღეს დაესწრო. დისტანციურად ჩართვაზე კი პენიტენციურმა სამსახურმა უარი სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის გამო უთხრა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი