თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველს, ანა არგანაშვილსა და მის ოჯახს კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხონა დაუკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას იგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სასამართლომ ბავშვის ინტერესი უპირატესია და გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ თუ, ბავშვის საჭიროებები არ შეგისწავლიათო. ბავშვსაც ესაუბრა მოსამართლე, ყურადღებით. ხვალ ჩაგვბარდება გადაწყვეტილება და სახლში თვითიზოლაციაში გადავალთ. იმედია, სხვა ბავშვებს ჩვენსავით უსულო საგანივით არ მოექცევიან, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდებიან ადმინისტრაციული ორგანოები. ან, წააგებენ სასამართლოში პროცესებს”
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი 11 წლის შვილთან და ქმართან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში იმყოფება. დედის თქმით, კარანტინში ბავშვისთვის არც შესაბამისი სივრცე და არც შესაბამისი კვებაა, რის გამოც თვითიზოლაციაში გადაყვანას მოითხოვდა.
კომენტარები