• რეკლამა
  • კონტაქტი
12:30, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სარალიძე ვერ გაგუდეს და დღეს კლავენ შაქარაშვილის დედას…”

ალია ავტორი - ალია
23:59 07-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

For.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, რა მოხდა იმ ღამეს მცხეთაში. დარწმუნებული ვარ, მკვლელებს სათანადოდ მიეზღვევათ, მაგრამ იმათ რა ვუყოთ, კანონის სახელით ქვეყანაში სისხლის გუბეები რომ დააყენეს და იმავე კანონის სახელით ნახევარი საქართველო ციხეებში რომ გამოკეტეს?

სადაც სამართალია, იქ მათი ადგილი არის საპატიმროში და თუ სამართლიანობაა, ბოლომდე სამართლიანობა იყოს და მათი ადგილი ისეთ საპატიმროშია, როგორშიც წლების განმავლობაში თვითონ ამყოფებდნენ ადამიანებს.

გუშინ მათ მოკლეს გირგვლიანი, რობაქიძე, კრიალაშვილი, მოლაშვილი, გამცემლიძე…

დღეს ისინი კლავენ შაქარაშვილის დედას, შაქარაშვილის მამას, შაქარაშვილის ბიძას…

აგერ, სულ ახლახანს რუსთაველის გამზირზე სიამოვნებას იხანგრძლივებდნენ, ნელ-ნელა გუდავდნენ ზაზა სარალიძეს, მაგრამ არ დასცალდათ.

შაქარაშვილის ტრაგედიამ სულზე მოუსწროთ, “ცეკვა ძვლებზე” მათი მოგონილია: ქორეოგრაფი მიხეილ სააკაშვილი, ოპერატორი ზურაბ ადეიშვილი, გამნათებელი დავით კეზერაშვილი, კოსტუმების მხატვარი ნიკა გვარამია. ასრულებენ “გარეწრობაში პირველი”, “მთავარი ნაძირალა” და “სიხარბის ფორმულა”, დადებითი რეცენზიის ავტორი ნინო ლომჯარია.

გამოყენებულია ხათუნა გოგორიშვილის “სამაია” და გუბაზ სანიკიძის “კინტაური”.ხომ გახსოვთ “ბეღურების გადაფრენაში” ის გაბურძგნული, პირსახოციანი ტიპი, რომ დადის და გაიძახის: “ასე არ შეიძლება!”ჰოდა, ახლა ეგ ტიპი მე ვარ და გეუბნებით: “ასე არ შეიძლება”როგორ?როგორ და, ასე – არჩევნების წინ გვახსენდება, რომ მკვლელები და მოძალადეები ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, და გვავიწყდება, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდეც აგრძელებენ იმას, რასაც არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოსვლით უფრო იოლად და ლაღად შეძლებენ – ძვლებზე ცეკვას.

რამდენიმე წლის წინ რ2-ის 20 წლის იუბილეზე ქართული მედია-კანალიზაციის მთელმა მსხვილფეხა გარეწრობამ მოიყარა თავი, მათთან სიახლოვით კი თავს იწონებდნენ რ2-ის ყოფილი ჟურნალისტები, აწ კი საჯარო PR-მოხელეები.

ფოტოები სოციალურ ქსელში დაიყარა და ამხელა სივრცეში მგონი ერთადერთი მე ვიყავი აღშფოთებული.

“ჩაჯვის” გაშლილ სუფრას როგორ უნდა მიუჯდე?! ჰო, ის მაშინ ჯერ კიდევ არ იყო “ჩაჯვი”, მაგრამ იყო ძვლებზე მოცეკვავე ექს-პროკურორი.

ისინი გამარჯვების ყიჟინით ხვდებიან რუსების მიერ მავთულხლართით შეღობილ ქართული მიწის თითოეულ სანტიმეტრს, ოკუპანტების მიერ დაღვრილ ყოველ წვეთ სისხლს… ყველას გვახსოვს მათი გამარჯვების ყიჟინა 2008 წლის 12 აგვისტოს და კიდევ იმ დღეს, როდესაც გია ბარამიძემ გვახარა, რომ “მაპზე უკეთესი” მოგვცეს.

ისინი გამარჯვების ყიჟინით შეხვდებოდნენ პანდემიის აფეთქებას, მიწისძვრას, წყალდიდობას, მეტეორს და მარცხს რუსეთთან რაგბში.

შაქარაშვილის ტრაგედიამ სულზე მოუსწროთ და ახლა კლავენ მის მშობლებს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას, ვისაც გული ტკივა. ზოგს მოკლავენ, ზოგს ათქმევინებენ, რომ “ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ ღირს”, დანარჩენებს კი მერე მოუვლიან, “ვლასტს” რომ დაიბრუნებენ, მათ ძვლებზე იცეკვებენ.

ამიტომ, უნდა დავასრულოთ!!!”

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved