• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქმის გარჩევა შსს–ში “ლაიქის” გამო და ემიგრაციაში წასული ყოფილი თანამშრომლების სია

ალია ავტორი - ალია
21:23 09-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
956

ტვ პირველის “შაბათის ეთერი” აქვეყნებს სიას, შსს–ს იმ მაღალჩინოსნების, რომლებმაც სამსახური და ქვეყანა დატოვეს, ფორმა გაიხადეს და ზოგი მშენებლობაზე მუშაობს ემიგრაციაში, ზოგიც მძღოლად და ა.შ.

იოსებ წეველიძე – პოლიციელი, რომელიც 2015 წელს დააჯილდოეს და გმირი უწოდეს, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებია. შეგახსენებთ, 2015 წელს, შვილთან ერთად სეირნობისას, დასვენების დღეს, შემთხვევით დაინახა, როგორ ტოვებდნენ მძარცველები ბანკს, შვილი იქვე მაღაზიასთან დატოვა და მათ დაედევნა. ახლა ის ამერიკაში, მშენებლობაზე მუშაობს. მიზეზი კი “ლაიქი” გახდა, მან ყოფილ უფროსს, კონსტანტინე ანანიაშვილს, რომელმაც თანამდებოდა, პრემიერ გახარიას გადადგომის შემდეგ მალევე დატოვა, ფოტო მოუწონა. თუმცა, სანამ 2015 წელს მას გმირს უწოდებდნენ, მანამდე, ძებნაზე მყოფი ავტომანქანის გაჩხრეკის გამო დააქვეითეს!

იოსებ წეველიძე მედიასთან ამბობს:

“არც აქ არის ვარდებით მოფენილი, ხან სად მუშაობ და ხან – სად. ფეისბუქ ლაიქების გამო, შენ ბიჭო რეებს ბედავ და რეებს აკეთებ და სულ აღარ აინტერესებთ მერე, რა გაქვს გაკეთებული, რა გაქვს დამთავრებული… და მაგის გამო რომ პოლიციიდან წამოხვალ… არ უთქვამთ, რომ წადი, მაგრამ სულელი ხომ არა ხარ, რო ვერ მიხვდე, სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს. ხელმძღვანელობამ რეებს ბედავო, რატომ ულაიქებო… ვაზელინი უნდა იყო, რომ დანაყოფში იმუშაო, მანამდე კოტე კოტე იყო? როცა თანამდბეობაზე იყო, როცა აჭარის დეპარტამენტში მუშაობდა, მერე როცა ბატონმა გიორგიმ დანიშნა გუბერნატორების ხელმძღვანელად? რომ დაგვინახავდნენ, მერაბიჩი მოგვიკითხეო და აღარ იყო მერაბიჩი და ჰოპ, უცებ შეცვალა 180 გრადუსით. მე არც არავის მხარდამჭერი არ ვიყავი არასოდეს.

2014 წელს წილოსანის ძმა გავჩხრიკე, სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი ავტომანქანა იყო, შავი რენჯროვერი, მაგიტომ გამომიშვეს საპატრულოდან… დამიბარეს ქალაქის საპატრულოს უფროსი იყო მაშინ შალვა, რატომ გაჩხრიკეო, წადი ახლა შენი უბნელები ჩხრიკეო… ლაშა იჯდა საჭესთან, აბაშიძე, მაგ ამბიდან ერთ კვირაში გახდა გამგებელი და თვენახევარში ვიცე–მერი. ”

შსს–დან ემიგრაციაში წასული უკვე ყოფილი თანამშრომლების “ტვ პირველის” ინფორმაციით, ასეთია:

გოგა ჭანტურია – შსს–ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი – ასევე ამერიკაშია და სამომხმარებლო სექტორშია დასაქმებული.

გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე და ოზურგეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი – არჩილ ახალკაცი – მექსიკიდან ამერიკაში ჩავიდა და მშენებლობაზე მუშაობს.

ვაკე საბურთალოს პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსი – ზაზა ოსეფაშვილი, ამერიკაში, ევაკუატორის მძღოლად მუშაობდა.

ეთერ კუნელაშვილი შსს–ს ექსპერტ–კრიმინალისტი – თავშესაფარი საფრანგეთში მოითხოვა.

თეგები: ვახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved