• რეკლამა
  • კონტაქტი
06:31, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საყვედურობენ, რატომ ნიშნავ თანამდებობებზე ნათესავებს და მეგობრებსო… აბა, კარგად დავფიქრდეთ…” – მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:34 06-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
416

ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი, 2014 წლის თავის წერილს ავრცელებს და წერს:

დღესაც, 8 წლის შემდეგაც, ზუსტად ასე ვფიქრობ:

2014 წელი:

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს საყვედურობენ, რატომ ნიშნავ ხალხს თანამდებობებზე ერთგულების ნიშნით და, განსაკუთრებით, შენს ნათესავებს და მეგობრებსო…
აბა, კარგად დავფიქრდეთ:
ადამიანს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის და ხალხის წინაშე და უცებ რომ აღმოვაჩინოთ, რომ პრემიერ-მინისტრმა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა – ერთგული კი არა, მოღალატე!
ნათესაობა და მეგობრობა სასჯელია და იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა პერსპექტივა უნდა დაკარგოს? და როცა ბოროტებასთან ბრძოლაში ის ნათესავი თუ მეგობარი შენთან ერთად იბრძოდა და განზე არ გამდგარა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რა უნდა უთხრა, სახლში იჯექი, რადგან შენი კვალიფიკაციის მიუხედავად, ვერსად დაგნიშნავო?
საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს ერთგულ თანამებრძოლებს და თანამოაზრეებს. რასაკვირველია, ეს ხალხი პროფესიონალიზმით უნდა გამოირჩეოდეს. ვინმე ამიხსნის, რატომ დანიშნავს არაპროფესიონალ თანამოაზრესა და თუნდაც ნათესავს პრემიერი ან რომელიმე მინისტრი თანამდებობაზე? და თუ არჩევანის გაკეთება უწევს პროფესიონალ თანამებრძოლ-თანამოაზრესა და პროფესიონალ პოლიტიკურ ოპონენტს შორის, ვინ უნდა აირჩიოს, – ოპონენტი?
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ჭიკაიძე დილით დავალებას აძლევს რომელიმე დეპარტამენტის ან სამმართველოს უფროსს და საღამოს, სანამ ჭიკაიძეს უპატაკებდეს, მანამდე მერაბიშვილს აბარებს ანგარიშს ეს თანამდებობის პირი. წარმოიდგინეთ? ჰოოო…
ახლა ისიც წარმოიდგინეთ, მთავარი პროკურორი ბადაშვილი დილით დავალებას აძლევს რომელიმე პროკურორს და საღამოს ეს პროკურორი ბადაშვილის ნაცვლად ადეიშვილს უგზავნის დაწვრილებით ანგარიშს. ესეც წარმოიდგინეთ? კიდევ ჰოოო…
ჰოოოდა, ძალიან ბევრი “ჰოოო” დაგროვდება და გაჩუმდით, რა!
თქვენ რომ დაინიშნოთ თანამდებობაზე, ბუნებრივია, თქვენს თანამებრძოლებს და თანამოაზრეებს შემოიკრებთ, ვისაც ენდობით და ვისი პროფესიონალიზმიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. რა არის აქ გასაკვირი? ვინ ირჩევს (პოლიტიკურ) მტერს თავისი გუნდის წევრად?
რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, მაგრამ დივერსანტ პროფესიონალსა და ერთგულ ნაკლებპროფესიონალს შორის არჩევანის დროს დივერსანტის სასარგებლოდ არჩევანს ვინ აკეთებს იდიოტის გარდა?
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ნაცებზე არ ვლაპარაკობთ – ნაცები ერთმნიშვნელოვნად უნდა ჩამოსცილდნენ თანამდებობებს. განსაკუთრებით, პროფესიონალი ნაცები, რადგან ეს კატეგორია დახვეწილი არამზადები არიან!
ისიც გაითვალისწინეთ, რომ, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის 23 წლისთავზეც კი საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა პროფესიონალ ჩინოვნიკთა კლასი, ვისთვისაც სულერთი იქნება გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, რადგან ისინი მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან!
ახლანდელმა ხელისუფლებამ კი უპირველესად სწორედ ამ ჩინოვნიკთა კლასის შექმნაზე უნდა იზრუნოს და არამხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ თითოეული ჩვენგანი ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ სახელმწიფო სამსახურში სტაბილურობის განცდა გაჩნდეს. ისინიც, შესაბამისად, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე იზრუნებენ და არა მფარველების მოძებნაზე.
ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ძალიან ბევრი და იმედია, ოდესმე მაინც დადგება დრო, როცა სახელმწიფო მოხელე სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელებს!
თეგები: ბონდო მძინარაშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved