• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

ალია ავტორი - ალია
13:58 09-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

PSP-ს K-Beauty გათამაშების სამი გამარჯვებული, მათ გამარჯვებაში მონაწილე ფარმაცევტები და ინფლუენსერები კორეის დედაქალაქ სეულს ესტუმრნენ. მოგზაურობა 17-21 სექტემბერს გაიმართა და მონაწილეებისთვის კორეული სილამაზის კულტურის გაცნობასთან ერთად, ქალაქის ღირსშესანიშნაობების და კორეული ცხოვრების სტილის აღმოჩენას მოიცავდა.

გამარჯვებულებთან – ეკა გაბადაძე, ანნა ბაინდურაშვილი, ვიკა მაყვიშვილი – ერთად, მათ მოგებიან არჩევანში მონაწილე PSP-ს თანამშრომლები მაკა ქიტიაშვილი, მარიამ წიკლაური და ია გზირიშვილი გაემგზავრნენ; ასევე ინფლუენსერები – ფოქსი ელენიკო, Skinivar – მარიამ ივანიაძე, ლიკა კვარაცხელია და PSP-ს თანამშრომლები.

PSP-ს მიერ ორგანიზებული K-Beauty ტურის ფარგლებში სპეციალურად დაგეგმილ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. Mizon და COSRX-ის გუნდებმა საოცარი მასპინძლობა გაუწიეს საქართველოში მათი ექსკლუზიური და სანდო პარტნიორის, PSP-ს სტუმრებს.

მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი კორეის სილამაზის ინდუსტრიის გაცნობას დაეთმო. სტუმრები მსოფლიოში ცნობილ კორეულ ბრენდებს – Mizon-სა და COSRX-ს ეწვივნენ და მათი პროდუქტებისა და საქმიანობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. პროგრამის ფარგლებში ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ კორეელი სტილისტებისა და ვიზაჟისტების პროფესიონალურ მომსახურებით და უფრო ფართოდ გასცნობოდნენ კორეული თავის მოვლისა და კოსმეტიკის პროდუქტებს.

გათამაშებაში მონაწილეობა PSP-ს მომხმარებლებს კორეული ბრენდების – Mizon, Village11, Missha, A’pieu, Dermafirm და COSRX – პროდუქციის შეძენით შეეძლოთ. PSP-ს აფთიაქში ან ონლაინ შეძენისას „ჩემი ოჯახის ბარათის“ დაფიქსირებით მომხმარებელი გათამაშებაში ავტომატურად ერთვებოდა.

გათამაშების ფარგლებში მთავარი პრიზის – კორეაში მოგზაურობის გარდა, 1000 მონაწილე სხვადასხვა საჩუქრით დაჯილდოვდა. მათ შორის იყო Dyson-ის თმის უთოები და სტაილერები, Fujifilm Instax Mini-ის კამერები, JBL-ის დინამიკები და კორეული თავის მოვლის პროდუქტების ნაკრებები.

PSP საქართველოს ფარმაცვეტული ბაზრის ლიდერია ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად. ბრენდის ერთგულებას და ნდობას აძლიერებს კვალიფიციური მომსახურება და პროდუქტების ფართო არჩევანი, მათ შორის კორეული ბრენდების – Mizon, COSRX, Missha, Beauty of Joseon, A’pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, ყველაზე ფართო ასორტიმენტი.

„PSP-სთვის K-Beauty-ის გათამაშება მომხმარებლებთან ურთიერთობისა და მათთვის ახალი გამოცდილებების შექმნის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო. სეულში სტუმრობა მონაწილეებისთვის მხოლოდ მოგზაურობა არ ყოფილა, ეს იყო K-Beauty-ის კულტურის უშუალოდ გაცნობის, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და დაუვიწყარი მომენტების გაზიარების შესაძლებლობა.

განსაკუთრებით გვიხარია, რომ გამარჯვებულებთან ერთად ამ მოგზაურობაში იმყოფებოდნენ ფარმაცევტებიც და ჩვენი მეგობარი ინფლუენსერები. სეულში გატარებულმა დღეებმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, აღმოეჩინათ კორეული სილამაზის კულტურა, გასცნობოდნენ ცნობილ ბრენდებს და შეექმნათ ახალი, დაუვიწყარი მოგონებები“. – აცხადებენ PSP-ში.

(R)

თეგები: psp

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved