• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან“ – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება პოლიტიკაზე

ალია ავტორი - ალია
13:03 10-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში ძალიან ბევრს ჰქვია გიორგი, შესაბამისად, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც „ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე“ გამოჩნდება.

ის ასევე, მსოფლიო გლობალურ პოლიტიკასაც ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო გადარჩება, სხვა ქვეყნებისა კი რა გითხრათ.

„არ მინდა არაფრის დანახვა, იმდენად დაძაბულია დედამიწა, მთელი პლანეტა და არა მარტო საქართველო.
საქართველო ყველაზე მსუბუქად გამოვა ამ ქაოსური პოლიტიკური, არეული და დაქცეული პერიოდიდან.
საქართველოს, როგორც ყოველთვის ვამბობდი, დიდი ძალა იცავს და დაიცავს ბოლომდე. ყველაფერი გადალაგდება ისე, როგორც მე, ქართველმა წინასწარმეტყველმა, ლელა კაკულიამ ვიწინასწარმეტყველე. ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლით! ვერ შეცვლით!

ვერ შეცვლით! ამიტომ იმისთვის, რაც მოდის, ანგარიში მაინც გაუწიეთ და წაიკითხეთ ჩემი წინასწარმეტყველებები, რომლებიც მსოფლიო გლობალურ პოლიტიკას მოიცავს.

საქართველო გადარჩება, სხვა ქვეყნებისა კი რა გითხრათ, ძალიან გაუჭირდებათ ისეთ წამყვან ქვეყნებსაც კი, როგორებიცაა ევროპის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ.

საქართველოში პოლიტიკური პარტიები იცვლებიან. წარსულიდან წამოსულ პარტიებს ფაქტობრივად არ აქვთ მყარი ბაზა და ვერც ექნებათ, იმიტომ, რომ იქ არ დგანან ის ახალგაზრდები – ჩემი პატარა ქართველები, რომლებიც მე ვიწინასწარმეტყველე და გზა გავუხსენი. მათ ხელის შემშლელებს კოსმოსი ისე გაგწევთ გვერდზე, რომ ვერასდროს ვერ მოხვალთ პოლიტიკაში.

მთელი კოსმოსი ამ ახალგაზრდებისკენაა მომართული. ეს არ არის შეკვეთა. ისინი მოდიან თავისი ნებით და ისინი მოჰყავს კოსმოსს და ეს არის ნამდვილი ძალა და გიორგი ბრწყინვალე.

უნდა აღვნიშნო: ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათგან რომელიმე გიორგი ბრწყინვალეა. ნამდვილი გიორგი ბრწყინვალე ჩემ წინ იქნება ძალიან მალე, იგი მიიღებს დალოცვას, დიდ ენერგიას კოსმოსიდან და ჩაეფლობა, ასე ვთქვათ, შეცურავს ქართულ პოლიტიკაში. მე ეს ძალიან მიხარია.
და კიდევ: ვის რა ელის და როგორ დაამთავრებს, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამას არ გავახმოვანებ. მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რაც საქართველოს ეხება – და ელოდეთ მათ ასრულებას!“- წერს კაკულია.

დაიჯესტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved