• რეკლამა
  • კონტაქტი
04:45, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში ოპოზიციის ლიდერი კელი დეგნანია” – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
14:36 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

პარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:

„საქართველოში მოხდა უცნაური რამ, რადიკალური ოპოზიცია, ლიბერალები დარჩნენ ლიდერების გარეშე. ვაშაძეზე და ამ კატეგორიაზე საერთოდ საუბარი არ შეიძლება იმ კატეგორიაში, რა მასშტაბის პოლიტიკაც დღეს ქვეყანაში ტარდება. რასაც ჰქვია რადიკალური ოპოზიცია დარჩა ლიდერის გარეშე. დღეს საქართველოში დაცლილი და საფუძველგამოცლილი რადიკალური ოპოზიციის ლიდერი არის ქალბატონი კელი დეგნანი.

რამდენიმე დღის წინ ჟოზეფ ბორელმა გააკეთა განცხადება და თქვა ასეთი რამ, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის მიღმაა, არის ჯუნგლები. მართალია, მერე მან ბოდიში მოიხადა ამ განცხადებისთვის, რადგან აქ მოიაზრებოდა ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც ბევრად მეტი კულტურა აქვს, ვიდრე პირადად მას. ანუ, იმთავითვე ეს ადამიანები ჩვენ მოგვიაზრებენ, როგორც ჯუნგლებს. ეს იყო მისთვის გააზრებული, მისი ცნობიერიდან წამოსული. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები ჯუნგლები არიან და ჩვენ რა გვიკვირს ახლა, რომ ამ რეზოლუციებს იღებენ და შიგნით არსებობს ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უნდა გაანთავისუფლონ? ევროპა დღეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ენჯეო, როგორიც ჩვენთან არის ბაია პატარაიას, კაპიტან გიგაურის ენჯეოები, ასეთი ენჯეოა ეს ჩვენი საყვარელი ბებერი ევროპა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არ არის რეზოლუცია. ეს არ არის კენჭისყრით მიღებული დოკუმენტი. მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ, რომ რაღაცნაირად შევძლოთ ნაბიჯის გადადგმა. ამ ჩანაწერში გარდა იმისა, რომ მიშას უწოდებენ პოლიტპატიმარს, სხვა უზარმაზარი დატვირთვაც არსებობს. თუნდაც ის, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმარი. ანუ, საქართველომ უნდა აღიაროს, რომ ის არის სახელმწიფო, აქეთკენ გვიბიძგებენ და თუ ჩვენ ამას ვაღიარებთ და შევასრულებთ იმას, რაც გვითხრეს, მერე როგორღა მიგვიღონ ევროკავშირში?!“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved