აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.
მაიკ პომპეო თბილისის აეროპორტიდან ათდღიანი ტურნეს ფარგლებში ისრაელში გაემგზავრება.
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მედიასთან ტურნეს შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოშ 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მაიკ პომპეო უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას და ილია მეორეს.
კომენტარები