საქართველოში კორონავირუსი კიდევ 551 ადამიანს დაუდასტურდა, 880 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 226 215, გარდაიცვალა 2 796 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 452, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 894 ადამიანი. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 746 მოქალაქე.
კომენტარები