• რეკლამა
  • კონტაქტი
09:40, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია ინფიცირებული

ალია ავტორი - ალია
11:46 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 5 ბავშვს დაუდასტურდა.

როგორც ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არცერთ მათგანში ფილტვების ანთება დაფიქსირებული არ არის.

„საქართველოში კორონავირუსით 5 ბავშვია დღეისთვის დაინფიცირებული. საერთო რაოდენობიდან შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 ბევრია, მაგრამ პედიატრიულ პაციენტებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. საქართველოში ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობს მსუბუქად, არცერთ ბავშვში ფილტვების ანთება არ დაფიქსირებულა. ამიტომ, კორონავირუსი ბავშვებში არის იშვიათი და თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო მონაცემების მიხედვითაც, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბავშვებში იშვიათია.

„პირველი მონაცემები ძირითადად ეყრდნობოდა ჩინურ კვლევებს და ჩვენი ჩინელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს. აღნიშნული იყო ძალიან მცირე გავრცელება პედიატრიულ პაციენტებში. ამის შემდეგ მეორე პარტია პუბლიკაციების იყო იტალიელი ავტორების მიერ წარმოდგენილი და დაემატა ამერიკელი კოლეგების სტატიებიც, არსად ფიქსირდება პირველი ინფორმაციის საწინააღმდეგო აზრი, ანუ, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსი ისევე როგორც იყო პირველი კვლევების მიხედით, ძალიან იშვიათია პედიატრიულ ასაკში. სამი განსახვავებული წყაროა. ბავშვების ინფიცირების კუთხით, ჩინური წყარო ასახელებს 2%-ს, იტალიური კოლეგების მიერ არის 1.2 % დაფიქსირებული, ამერკელების მიერ – 5%, თუმცა ამას აჩვენებენ საერთო რაოდენობაში და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არის 1%-ს პედიატრიულ პაციენტებში”,- განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved