საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 304.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები