• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში დედობა არის ჯოჯოხეთი!” – თამთა ჯანაძე

ალია ავტორი - ალია
15:41 04-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
358

ჟურნალისტი, თამთა ჯანაძე:

საქართველოში დედობა არის ჯოჯოხეთი!
მახსოვს უფროს შვილს მყარი კვება რომ დავუწყე, ლეჩხუმში ვიყავით და ბოსტანში საკუთარი ხელით ამოთხრილი სტაფილოთი და კარტოფილით გავუკეთე პირველი ბოსტნეულის პიურე, დღემდე სოფლის ქათმის გარდა, ბავშვებისთვის მაღაზიის ქათამს არ ვყიდულობ, მაგრამ აზრი? ბაღში, დაბადების დღეზე, მაკდონალდსში ხომ ვერ გავაკონტროლებ?
ქუჩაში გასულს არაერთხელ უთქვამს ჩემთვის ბავშვს, ხელს ასე ძალიან ნუ მიჭერ, გამიშვიო. ვერ ვუშვებ, არ ვიცი რომელი ჩიხიდან რომელი უპასუხისმგებლო მძღოლი გამოვარდება, ან “წითელზე” ვის მოეპრიანება გავლა.
სკვერში სეირნობისას მუდმივად დაძაბული ვარ ან მიუსაფარი ძაღლი არ ეცეს რომელიმეს, ან ნახმარი ნემსი არ ეგდოს სადმე და ბავშვმა ხელი არ წაატანოს.
მუსიკის გაკვეთილზე მეზობელ კორპუსში გადასულ ბავშვს რამდენი წუთი სჭირდება სახლამდე მოსასვლელად გამოთვლილი მაქვს, თუ წამი გადააცილა, თავზარდაცემული გავრბივარ, ვინმემ არ შეაშინოს, ან რაღაც არ დაეცეს. თუ ფიზიკურად ვერ ვარ მის გვერდით, ჩართული ტელეფონით ვაცილებ და ვეხვეწები, მასწავლებელი კარს როცა გააღებს, მხოლოდ მაშინ გათიშოს.
მუდმივად ვაკონტროლებ ატრაქციონებზე უხარისხოდ დამონტაჟებულ სასრიალოებზე რამეს არ წამოედოს, საქანელა არ ჩამოუწყდეს, საავტომობილო გზასთან ახლოს თამაშისას ბურთი გზაზე არ გადაუვარდეს.
ავად თუ გახდება რომელიმე და ათასჯერ გადამოწმებულ სანდო ექიმს არ სცალია, სხვასთან ვერ მიმყავს, ან თუ უსაშველო დაგვემართა, გამოწერილ წამლებს დედაჩემთან(ექიმია) და კიდევ ერთ სანდო მეგობარ ექიმთან ერთად ვცხრილავ და როგორც წესი, 6-7 წამლიდან ორ აუცილებელს ვტოვებ.
არაფერს ვამბობ იმაზე, რა ჯდება სამი ბავშვის გამოკვება, სამედიცინო მომსახურება და ხარისხიანი განათლება ისეთ სივრცეში, სადაც შენს გარდა პასუხისმგებლობას არავის, საერთოდ არავინ იღებს.
ბევრჯერ მიფიქრია, როგორი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან სამი შვილის გაჩენა ამ ქვეყანაში და როგორ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, როგორ ვკიდივართ ფეხებზე სახელმწიფოს მეც და ჩემი შვილებიც.
ჩემი მეგობარი გუშინ ევროპიდან მწერდა, როგორ იყიდა თითქმის 1 კვირის სამყოფი ხარისხიანი პროდუქტი, სულ რაღაც, 30 ევროდ და მე სასოწარკვეთილი ვფიქრობ სკინტლიანი რძის პროდუქტები ვიყიდო, თუ კიბოს გამომწვევი ნივთიერებით გაჯერებული, ჰორმონებით გაჟღენთილი ქათამი ვიყიდო, თუ პესტიციდებით სავსე ხილ-ბოსტნეული, უკატალიზატორო მანქანებით დაბინძურებულ ჰაერს სად დავუმალო შვილები, სადმე გაზი ხომ არ ჟონავს, ემანდ არ ავფეთქდეთ საერთოდ და ა.შ.
არაფერს ვამბობ იმაზე რა დღეშია ამ მუდმივი დაძაბულობის წყალობით ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა და როგორ ვანგრევთ ამ არანორმალური სიფრთხილის მუდმივი მოთხოვნით შვილების ფსიქიკას.
მშობლები გავდივართ ჯოჯოხეთს და საქმე ისე დგას, რომ ან ჩვენს შვილებს ჩვენივე ხელით უნდა მოვუღოთ ბოლო, ან პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ ყველა, ვინც ჩვენს ბავშვებს ამ დაუცველ, უბედურ გარემოში ცხოვრებას აიძულებს.
ამ შფოთვის დასასრული არის ევროპა!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო პირობებს, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს სპეციალურ ფასად სთავაზობს მომხმარებელს!

12:19 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved