• რეკლამა
  • კონტაქტი
09:32, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში არ უშვებენ შინაპატიმრობიდან გაქცეულ რუს აქტივისტს, ინსა ლანდერს

ალია ავტორი - ალია
15:53 06-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
204

საქართველოში არ უშვებენ რუს ბოლგერსა და აქტივისტს ინსა ლანდერს, რომელიც რუსეთში სისხლის სამართლებრივი წესით იდევნება. ინფორმაციას ამის შესახებ ფონდის „თავისუფალი რუსეთის“ დირექტორი ეგორ კუროპტევი ავრცელებს ტელეგრამის არხით.

მისი ინფორმაციით, მეხუთე დღეს ინსა ლანდერი რუსეთ-საქართველოს საზღვის ლარსის მონაკვეთზე ნეიტრალურ ზონაში იმყოფება საკვებისა და წყლის გარეშე.

კუროპტევის თანახმად ბლოგერის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 205.1 მუხლით და ადანაშაულებენ ტეტორისტულ საქმიანობაში ხელშეწყობაში.

ბრალდება 2014 წლის სოციალურ ქსელში „ВКонтакте“ მიმოწერას ეფუძნება . მედია და უფლებადამცველები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ინსა ლანდერი ნალჩიკში კორუფციის ფაქტების გამოძიებით იყო დაკავებული.

კუროპტებვის თანახმად, ის შინაპატიმრობიდან კვირას გაიქცა და ცდილობდა რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას.

„ქართველი მესაზღვრეები ინსას მეხუთე დღე არ უშევებენ, მიუხედავდა იმისა, რომ მას რუსეთში საპატიმრო სასჯელი ელის, ის ორ ქვეყანას შორის ნეიტრალურ ზონაში ათევს ღამეს. არ აქვს საკვები და წყალი – ამას საზღვარზე გამვლელი ადამიანები აწვდიან. როდესაც ჩვენ და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მასთან მისვლას შევეცადეთ პოლიციამ არავინ შეგვიშვა, უკვე მივმართეთ საქართველოს საგრეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მაგრამ მათ სიტუაციაზე გავლენა არ მოუხდენიათ“,- წერს ეგორ კუროპტევი.

ეგორ კუროპტევმა დღეს თბილისში გამართულ კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაცაა “პუტინის რეჟიმი: დაცემა თუ ხელახალა შობა?” ლანდერის მიმართვა წაიკითხა, რომლის თანახად მას რესეთში დევნიან „რელიგიის, განცხადებების და გამოძიების გამო“. აქტივისტი იმედოვნებს, რომ საქართველოში თავშესაფარს მიიღებს ან მიეცემა საშუალება თბილისში ერთ-ერთ საელჩოს ვიზის მოთხოვნით მომართოს.

კონფერენციაზე დამსწრე ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ, განაცხადა, რომ ლიეტუვა მზადაა ლანდერს ვიზა მისცეს და ვილნიუსში გადაყვანაში დაეხმაროს, საქართველოს საზღვარზე არსებული საკითხის გადაწყვეტის შემთხვევაში.

რადიო თავისუფლებას ომბუდსმენის ოფისში უთხრეს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაინტრესდნენ რუსი ბლოგერის მდგომარეობით, მაგრამ არ მიეცათ მასთან პირადად შესხვედრის საშუალება. ომბიუდსმენის ოფისი აგრძელებს საქმის შესწავლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბლოგერთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან, ინფორმაიცას, ასეთის გარცლეების შემთხვევაში, მოგვაწვდიან.

ინსა ლანდერი, რომელიც ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, გასული წლის 9 დეკემბერს დააკავეს ქალაქ ბაქსანში, ნათესავების ბინაში და ნალჩიკის უშიშროების ფედერალურ სამსახურში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მას შინა პატიმრობა მიუსაჯეს. შეყვანილია რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მხარდამჭერთა სიაში.

ინსა ლანდერი აწარმოებდა ბლოგს Twitter-ზე. ის ყაბარდო-ბალყარეთის მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით არსებული ადგილობრივი საქველმოქმდეო ფონდის არამიზნობრივად გამოყენების საკითხს იძიებდა.

რადიო თავისუფლება.

თეგები: ინსა ლანდერირუსეთისაქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved