• რეკლამა
  • კონტაქტი
17:56, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

ალია ავტორი - ალია
11:59 06-01-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია „არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციულ კომპლექსს ერთობლივად აანონსებენ.

3 ივნისს, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე პროექტის ოფიციალური წარდგენაა დაგეგმილი. ადგილზე სპეციალური ღონისძიება მოეწყობა და  ამავე დღეს დაიწყება წინასწარი გაყიდვები.

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ბათუმიდან რამდენიმე წუთის სავალზეა – რეგიონში, რომელიც ტურიზმის განვითარების სწრაფი ტემპით გამოირჩევა.

პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.

კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მისი მთავარი უპირატესობა ყველა აპარტამენტიდან ზღვის ხედებია, ხოლო კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ ინტეგრაციას ეფუძნება.

პროექტის პარტნიორები სფეროს წამყვანი კომპანიები არიან. „არქი“ გამოირჩევა ხარისხით, ძლიერი საერთაშორისო ნდობითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით. საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია NEXT-ი სპეციალიზებულია პრემიუმ კლასის ზღვისპირა უძრავი ქონებისა და ხუთვარსკვლავიანი ბრენდირებული რეზიდენციების განვითარებაში. Swissôtel-ის ჩართულობა კი სტუმრებსა და ინვესტორებს შვეიცარიული სტანდარტის მომსახურებასა და დახვეწილ დიზაინს შესთავაზებს ქობულეთის სანაპიროზე.

კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, ეს მასშტაბური პროექტი იქნება საუკეთესო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უძრავ ქონებაში კაპიტალის მომგებიანად დაბანდება ადრეულ ეტაპზე სურს. ჩვენი გუნდი საუკეთესო პროექტს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს გამოცდილ და წარმატებულ პარტნიორებთან ერთად. არქისთვის, როგორც ბაზრის ლიდერისთვის, მნიშვნელოვანია, ყოველი ახალი ინიციატივით ქვეყანაში ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას“, — განმარტავს „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.

„მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ ამ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ დიდი საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს როგორც საქართველოში, ისე დუბაიში, ესპანეთსა და კენიაში, საკურორტო თუ ტურისტული დეველოპმენტის მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი სრულიად შეცვლის ქობულეთის საინვესტიციო კლიმატს და აქცევს მას ახალ მიზიდულობის ცენტრად რეგიონში. ეს იქნება გამორჩეული შეთავაზება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის“, — აცხადებს NEXT-ის დამფუძნებელი კახა დევაძე.

„მოხარულები ვართ, რომ Archi-სა და NEXT-თან თანამშრომლობით Swissôtel-ის ბრენდი ქობულეთში შემოდის. ეს პროექტი სრულად ასახავს Swissôtel-ის ხედვას, რომელიც გულისხმობს თანამედროვე პრემიუმ კლასის სტუმარმასპინძლობას, დახვეწილ დიზაინსა და მაღალი ხარისხის გამოცდილებას უნიკალურ ლოკაციაზე. გვჯერა, რომ Swissôtel Kobuleti Beach Resort რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილი გახდება როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ისე ინვესტორებისთვის“, – აცხადებს ფილიპ ბონი, Accor-ის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი CIS-ის, საქართველოს, ისრაელისა და კვიპროსის მიმართულებით.

Swissôtel-ის შესახებ

Swissôtel, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შვეიცარიული ბრენდია, თანამედროვე სასტუმროებს სთავაზობს ვიზიტორებს, რომლებიც ალპური ენერგიის სიჯანსაღით არის შთაგონებული და შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის ტრადიციებს ეფუძნება.

Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. Swissôtel არის Accor-ის ნაწილი — მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანაში 5,800-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს. Swissôtel ასევე მონაწილეობს ALL Accor-ში — დაჯავშნის პლატფორმასა და ლოიალობის პროგრამაში, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან ჯილდოებზე, სერვისებსა და გამოცდილებებზე წვდომას სთავაზობს.

არქის შესახებ

„არქი“ #1 დეველოპერული კომპანიაა საქართველოში და ბაზრის დაახლოებით 20%-ს ფლობს. კომპანია პირველია ქვეყანაში, რომელმაც მსხვილმასშტაბიანი უბნების (Master Development) განვითარება დაიწყო. კომპანია 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში კომპანიამ საერთაშორისო გაფართოებაც დაიწყო და პროექტები ისეთ გლობალურ ბაზრებზე განავითარა, როგორიცაა ფლორიდა (აშშ). „არქის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ძლიერი საერთაშორისო ნდობა და გრძელვადიანი განვითარების ხედვა.

NEXT-ის შესახებ

NEXT-ი პირველი საერთაშორისო დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც სამ კონტინენტზე ქმნის უმაღლესი კლასის ზღვისპირა უძრავ ქონებას, ხუთვარსკვლავიან ბრენდირებულ რეზიდენციებსა და მრავალფუნქციურ პროექტებს. კომპანიას მსოფლიო მასშტაბის ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მის პარტნიორებს შორის არიან ისეთი გლობალური სახელები, როგორებიცაა Wyndham Hotels & Resorts და Radisson Hotel Group.

ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელი აერთიანებს 270 მილიონი დოლარის ჯამურ ინვესტიციას, 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე სამშენებლო ფართობსა და ინვესტორებს 65-ზე მეტი ქვეყნიდან. NEXT-ის მთავარი მისია ინოვაციური არქიტექტურული ტენდენციების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაა.

თეგები: NEXTSwissôtelSwissôtel Kobuleti Beach Resortარქელებიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved