• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურის განცხადება 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

ალია ავტორი - ალია
22:56 01-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს გენერალური პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს, სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

აღნიშნულ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე. დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სამედიცინო დოკუმენტაცია ათეულობით პირზე, რომელთა საფუძველზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზები.

2015-2020 წლებში გამოიკითხა ერედვის, ქურთის და თიღვის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ის მოქალაქეები, რომლებიც საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ თავიანთ სოფლებში და თვალს ადევნებდნენ  მათ სოფლებში განვითარებულ მოვლენებს. მათგან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებდნენ სამაჩაბლოს სოფლებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმების წინასწარ შეთანხმებული გეგმით, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა ამ ტერიტორიის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან გაწმენდა. უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებმა, ჯერ გაძარცვეს ქართული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და შემდეგ, იმ მიზნით, რომ ქართულ მოსახლეობას არ ჰქონოდა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა, გადაწვეს მათი სახლები. აღნიშნულით განახორციელეს მოსახლეობის იძულებით განდევნა და გადაადგილება თავიანთი კანონიერი საცხოვრებელი ადგილებიდან.

ასევე, მიმდინარე გამოძიების პროცესში დადგინდა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტა „ისკანდერის“ ნარჩენების ადგილსამყოფელი, რომლებიც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა 2017 წლის 5 ოქტომბერს. 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, სწორედ აღნიშნული კასეტური ჭურვებით აღჭურვილი რაკეტით დაიბომბა ქ. გორის ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე.

გამოძიების მიერ ასევე ამოღებულ იქნა შორი მოქმედების რაკეტა „ტოჩკა უ“-ს ორი კორპუსი, რომლებითაც 2008 წლის 10 აგვისტოს  დაიბომბა ონის რაიონის სოფელი კომანდელი და გორის რაიონის სოფელი ნიქოზი. გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა რაკეტა „ისკანდერთან“ და რაკეტა “ტოჩკა უ“ -სთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალები, რითაც დგინდება  საქართველოს ტერიტორიაზე მათი ჩამოგდების ფაქტები.

2018 წლის 26 აპრილს გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა გორის ცენტრში აფეთქებული რაკეტის ნარჩენი ნაწილების ოთხი ფრაგმენტი. გამოძიების მიერ,  რაკეტა „ისკანდერისა“ და „ტოჩკა უ“-ს დეტალებზე ჩატარებული პიროტექნიკური, ქიმიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური 2017 წლის 22 ნოემბერს და 2018 წლის 21 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება რომ ობიექტები წარმოადგენენ ქარხნული წესით რუსეთის ფედერაციაში დამზადებულ, ასაფეთქებელი მოწყობილობის – 9М723 „ИСКАНДЕР“ და  „ტოჩკა უ“ს“ ტიპის რაკეტის, აფეთქების შემდგომ დარჩენილ ნაწილებს.

სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას  სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას ისტორიულ გადაწყვეტილებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების როლი და დახმარება. ასევე, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  ამ დიდ წარმატებაში. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს – საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: ევროსასამართლოპროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved