• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა 28 კანონს ხელი მოაწერა

ალია ავტორი - ალია
10:13 12-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,127

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 28 კანონს. სხვა ცვლილებებთან ერთად „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შესაძლებლობა ექნებათ 2027 წლის 1 იანვრამდე ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით.

ამასთანავე, ხელი მოეწერა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დარეგულირდა პიროტექნიკის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, ამავდროულად საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შეიცვალა სათამაშო აპარატების სალონის მომწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ მიღებული მოგების საშემოსავლო/მოგების გადასახადის და გაცემულ დივიდენდზე დადგენილი გადასახადის განაკვეთი, ასევე შეიცვალა თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული აქციზის გადასახადის განაკვეთები, რაც ხელს შეუწყობს 2025 წლის ბიუჯეტში შემოსულობების ზრდას. საერთო ჯამში ამ საკანონმდებლო ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტი მოსალოდნელია გაიზარდოს დაახლოებით 200 მილიონი ლარით, რითაც, მათ შორის დაფინანსდება ისეთი პროექტები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, იქნება ეს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები თუ სხვა.

ასევე ხელი მოეწერა საქართველოს კანონს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა და უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება შეუწყდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved