03:29, პარასკევი, 6 დეკემბერი, 2024

საქართველოს ფოსტა ყოფილი თანამშრომელს 25 000 ლარს გადაუხდის – სასამართლო

საქართველოს ფოსტას, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი თანამშრომლისთვის, ანი ბალიაშვილისთვის, კომპენსაციის სახით, 25 000 ლარის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.

“ოთხწლიანი დავა დასრულდა. სასამართლო დავა მქონდა საქართველოს ფოსტასთან. დღეს გამოქვეყნდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მე მოვუგე საქართველოს ფოსტას შრომითი დავა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არ გეგონოთ, რომ რამეზე უკან უნდა დაიხიოთ”, – ამბობს ბალიაშვილი გამოცემასთან.

შეგახსენებთ, რომ ანი ბალიაშვილი საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალის მენეჯერი იყო. გათავისუფლების შემდეგ, მის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავდა. მან საქართველოს ფოსტას შრომითი დავა მოუგო. სასამართლო პროცესები კი 4 წელი გრძელდებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი