• რეკლამა
  • კონტაქტი
11:38, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
22:30 09-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
502

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, მატჩის დავწრილებით ანალიზს აქვეყნებს:

2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციოს პირველ მატჩს, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, დიდი მოლოდინიც ახლდა და ინტერესიც. ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაში ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ანზორ მექვაბიშვილი და ზურიკო დავითაშვილი დააყენა.

ქართველი მცველების შეუთანხმებელი თამაშის შედეგად თურქებმა კუთხური მოიპოვეს – არდა გულერის ჩაწოდების შემდეგ მცველებს შეტევაში ჩართულმა მერტ მულდურმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მიღებული ბურთის შემდეგ საქართველოს ნაკრები უტევდა, თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა.

43-ე წუთზე კი სტანდარტული მდგომარეობუს შემდეგ ქერემ აქთურქოღლუმ მეორე გოლიც გაიტანა.

ბოლო წუთზე სხვაობის შემცირება ლუკა ლოჩოშვილს შეეძლო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარიც ანალოგიური სცენარით დაიწყო. გურამ კაშიას უხეშ შეცდომას თურქების სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა, იუნუს აქგიუნის გადაცემით, ქერემ აქთურქოღლუმ დუბლი შეასრულა – 0:3.

63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავი კომბინაცია წამოიწყო, მშვენიერი მოძრაობებით ორი კაცი ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ ანზორ მექვაბიშვილი გაიყვანა, რომელმაც ძელს მოარტყა, მაგრამ დამატებაზე ისევ დავითაშვილმა დაარტყა და სხვაობა შეამცირა.

რამდენიმე წუთში თურქეტის ნაკრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა – ქოჩორაშვილთან უხეშობისთვის არბიტრმა მოედნიდან ილმაზი გააძევა.

დარჩნილ დროში საქართველოს ნაკრები თამაშის გადარჩენას ცდლობდა, მწვავედ უტევდა, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თურქებს მეორე გოლიც გაუტანა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები 2:3 დამარცხდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში გამართავს, „ჯვაროსნების“ მეტოქე ბულგარეთი იქნება – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved